https://sputnik-georgia.com/20261102/papuashvili-kirgizetshi-gaemgzavra-301506840.html
პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
საქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს. 02.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-02T20:00+0400
2026-11-02T20:00+0400
2026-11-02T20:00+0400
საქართველო
ყირგიზეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569067_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_756afc86e6ed0688d035094168f16274.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით,ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბიშკეკში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ყირგიზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან: ილია ინჯია — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი — საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით შერაზადიშვილი — საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ჭყონია — საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.საქართველო და ყირგიზეთისაქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს. საქართველოში ყირგიზეთის საელჩო არ არის, მაგრამ 2023 წელს ფოთში ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ორმხრივი საკითების კურირებას ყაზახეთში საქართველოს საელჩო ახორციელებს.ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა 2025 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ გააქტიურა თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სატრანზიტო მარშრუტების გაძლიერების კუთხით.2026 წლის პირველ კვარტალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 191,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ვაჭრობის ძირითად ნაწილს ექსპორტი შეადგენს. მთავარი საქონელი, რომელსაც ყირგიზეთი საქართველოში ყიდულობს, ავტომობილებია.
საქართველო
ყირგიზეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0d/300569067_0:0:1424:1067_1920x0_80_0_0_1268cf3631f939c43d726bfeae95bf4f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყირგიზეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
საქართველო, ყირგიზეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , ახალი ამბები
პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით,ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, ნათქვამია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბიშკეკში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ყირგიზეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, არიან: ილია ინჯია — საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი — საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით შერაზადიშვილი — საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ჭყონია — საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.
საქართველომ და ყირგიზეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 10 ივლისს დაამყარეს. საქართველოში ყირგიზეთის საელჩო არ არის, მაგრამ 2023 წელს ფოთში ყირგიზეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნა. ორმხრივი საკითების კურირებას ყაზახეთში საქართველოს საელჩო ახორციელებს.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა 2025 წელს, როდესაც საქართველოს მთავრობამ გააქტიურა თანამშრომლობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სატრანზიტო მარშრუტების გაძლიერების კუთხით.
2026 წლის პირველ კვარტალში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 191,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ ვაჭრობის ძირითად ნაწილს ექსპორტი შეადგენს. მთავარი საქონელი, რომელსაც ყირგიზეთი საქართველოში ყიდულობს, ავტომობილებია.