https://sputnik-georgia.com/20261102/kvaracxelia-fifpros-simbolur-nakrebshi-moxvda-301509792.html
ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატს შორის მოხვდა
ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატს შორის მოხვდა
Sputnik საქართველო
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPRO) იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა გამოაცხადა, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული... 02.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-02T23:00+0400
2026-11-02T23:00+0400
2026-11-02T23:00+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052782_0:248:1441:1058_1920x0_80_0_0_e590c1898b5e30eeb3d25a6921310bf1.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი და ფრანგული კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს 2026 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების (World 11) კანდიდატთა საბოლოო სიაში მოხვდა.პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPRO) იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა გამოაცხადა, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.2026 წლის საუკეთესო თერთმეტეულის გამოსავლენად გამართულ კენჭისყრაში 73 ქვეყნის 19.806 პროფესიონალი ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბოლოო სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა 9 ნოემბერს გახდება ცნობილი.FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატი:20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში „ბარსელონასთან" გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც სეზონის ბოლომდე დაისვენებს. გასულ კვირაში კვარაცხელიას მუხლზე ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში წარმატებით ჩაუტარდა.მიმდინარე სეზონზე ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის" რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა - იგი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი მიეცა. ის უკვე ორჯერ იყო „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში. 2023 წელს მან მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო 2025 წელს - მე-12.ხვიჩა კვარაცხელიას მეექვსე ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია – 1981 წელს მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, ხოლო მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052782_0:113:1441:1193_1920x0_80_0_0_65274d44613fd4401a71f9d2fb07a337.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატს შორის მოხვდა
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPRO) იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა გამოაცხადა, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი და ფრანგული კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს 2026 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების (World 11) კანდიდატთა საბოლოო სიაში მოხვდა.
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFPRO) იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა გამოაცხადა, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.
2026 წლის საუკეთესო თერთმეტეულის გამოსავლენად გამართულ კენჭისყრაში 73 ქვეყნის 19.806 პროფესიონალი ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბოლოო სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა 9 ნოემბერს გახდება ცნობილი.
FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატი:
მეკარეები: ტიბო კურტუა, ემილიანო მარტინესი, დავიდ რაია.
მცველები: პაუ კუბარსი, მარკ კუკურელია, ვირჯილ ვან დაიკი, გაბრიელ მაგალაეში, აშრაფ ჰაკიმი, ნუნო მენდეში, უილიამ სალიბა, დაიო უპამეკანო.
ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი, ბრუნო ფერნანდეში, ენცო ფერნანდესი, პედრი, დეკლან რაისი, როდრი, ვიტინია.
თავდამსხმელები: ერლინგ ჰალანდი, ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, მაიკლ ოლისე, კრიშტიანუ რონალდუ, ლამინ იამალი.
20 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის ფარგლებში „ბარსელონასთან" გამართულ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა, რის გამოც სეზონის ბოლომდე დაისვენებს. გასულ კვირაში კვარაცხელიას მუხლზე ოპერაცია კატარის დედაქალაქ დოჰაში, ASPETAR-ის კლინიკაში წარმატებით ჩაუტარდა.
მიმდინარე სეზონზე ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის" რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა - იგი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების რეალური შანსი მიეცა. ის უკვე ორჯერ იყო „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში. 2023 წელს მან მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო 2025 წელს - მე-12.
ხვიჩა კვარაცხელიას მეექვსე ადგილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია – 1981 წელს მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, ხოლო მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე.