მერიის დისკრედიტაციის მცდელობა: კალაძე ცხოველთა სამარხებზე

© Courtesy of Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს დაეყრდნონ.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. განცხადება, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს, თბილისის მერიის დისკრედიტაციას და საზოგადოებაში ნეგატიური მუხტის გაჩენას ემსახურება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
31 ოქტომბერს TV Pirveli-მა გაავრცელა მასალა, რომელშიც ჩანს ცხოველთა სამარხები და ძაღლების ნეშტები. ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში ცხოველთა უფლებადამცველებმა პეტიცია შექმნეს და საგამოძიებო უწყებებს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ცხოველთა უფლებადამცველები მოითხოვდნენ ნეშტების ექსპერტიზას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზები.
„ტელეეთერით გასული ინფორმაციის კვალდაკვალ, მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფების მხრიდან მოხდა ცხოველთა სამარხების გადათხრა, რითაც საფრთხე შეექმნა გარემოს, გაჩნდა ბიოლოგიური დაბინძურების გავრცელების რისკი და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ადამიანთა ჯანმრთელობა. რასაკვირველია, ეს არის კანონდარღვევა და უკვე დაწყებულია გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და მხოლოდ ოფიციალურ წყაროებს დაეყრდნონ.
რომლებიც კარგად ერკვევიან ცხოველთა დაცვის საკითხებში და თავადაც ხშირად სარგებლობენ ცხოველთა დამარხვის სერვისით.
როგორც კალაძემ აღნიშნა, გასულ წელს ევთანაზიის 145, ხოლო ბუნებრივი სიკვდილის 2,050 შემთხვევა დაფიქსირდა, ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მოკლულ ცხოველთა რიცხვი.
„ხშირია ცხოველთა სიკვდილიანობა, როგორც ბუნებრივი, ისე ავტოსაგზაო შემთხვევების გამო. ხშირია ცხოველთა ევთანაზიაც, როდესაც საქმე ეხება სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობას. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის თანახმად, ცხოველთა ლეში იმარხება სპეციალურ სამარხში, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა, - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, გარკვეული ჯგუფების მხრიდან თავდასხმებისა და მუქარების მიუხედავად, სააგენტოს თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას და მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას.
თბილისის მერიამ ცხოველთა სამარხების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. უწყების განმარტებით, განცხადება ,,თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ ხოცვას ახორციელებდეს”, ფაქტების დამახინჯებაა.
ყველა ახალი ამბავი
0