https://sputnik-georgia.com/20261102/ionatamishvili-bardelas-gancxadebas-exmaureba-301506993.html
ევროპის შუაგულში კრიტიკა სულ უფრო ხმამაღლა ისმის: დეპუტატი ბარდელას განცხადებას ეხმაურება
ევროპის შუაგულში კრიტიკა სულ უფრო ხმამაღლა ისმის: დეპუტატი ბარდელას განცხადებას ეხმაურება
Sputnik საქართველო
საფრანგეთში ევროკომისია და ურსულა ფონ დერ ლაიენი კანონის უზენაესობისადმი შერჩევით მიდგომაში დაადანაშაულეს. 02.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-02T21:00+0400
2026-11-02T21:00+0400
2026-11-02T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ევროკომისია
ახალი ამბები
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840212_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_5213e92aaafe81c2a4b21a2d450c1120.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ორმაგი სტანდარტების გამო ევროკომისიის ხელმძღვანელობის კრიტიკა ევროპაში სულ უფრო ხმამაღლა ისმის, რაც საინტერესო პროცესის დაწყებაზე მეტყველებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.მანამდე, ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა ჯორდან ბარდელამ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით მოქმედი ევროკომისია კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი შერჩევით მიდგომაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროკომისია თვალს ხუჭავს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე, როდესაც მათ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი პოლიტიკოსები მიმართავენ.მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიამ" არაერთხელ აჩვენა საქართველოს მიმართ უსამართლო მოპყრობა, მათ შორის მოითხოვა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რითაც შეურაცხყოფას აყენებდნენ ქვეყნის მოქალაქეებსიონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან არა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დაცვით, არამედ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით.„სამწუხაროა, რომ დღეს ევროპული ინსტიტუტები ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც გამოირჩევიან სწორედ არა ევროპული ღირებულებების გადაწყვეტილებების მიღებით, არამედ ორმაგი სტანდარტით“, — განაცხადა იონათამიშვილმა.როგორც ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებს აერთიანებს, ექსტრემიზმის მხარეს დადგა, რადგან აგრძელებს საქართველოს ყოფილი მმართველი ძალის — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას.„ევროპის სახალხო პარტია“ 1976 წელს დაარსდა და იგი უდიდესი ევროპული პოლიტიკური ოჯახია. მისი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში ყველაზე მეტ ადგილს იკავებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ EPP-ის შემადგენლობაში 2008 წლიდან შედის.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/03/280840212_0:0:1872:1404_1920x0_80_0_0_efae447678a7f51bf51ede5085da4a7e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ევროკომისია, ახალი ამბები, ევროპა
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ევროკომისია, ახალი ამბები, ევროპა
ევროპის შუაგულში კრიტიკა სულ უფრო ხმამაღლა ისმის: დეპუტატი ბარდელას განცხადებას ეხმაურება
საფრანგეთში ევროკომისია და ურსულა ფონ დერ ლაიენი კანონის უზენაესობისადმი შერჩევით მიდგომაში დაადანაშაულეს.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ორმაგი სტანდარტების გამო ევროკომისიის ხელმძღვანელობის კრიტიკა ევროპაში სულ უფრო ხმამაღლა ისმის, რაც საინტერესო პროცესის დაწყებაზე მეტყველებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
მანამდე, ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა ჯორდან ბარდელამ ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით მოქმედი ევროკომისია კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი შერჩევით მიდგომაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროკომისია თვალს ხუჭავს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე, როდესაც მათ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი პოლიტიკოსები მიმართავენ.
„ევრობიუროკრატების მიმართ ხმამაღლა კრიტიკა უკვე ევროპის შუაგულში და ყველაზე დიდ ქალაქებში ისმის, მათ შორის ორმაგ სტანდარტში მოქმედების თვალსაზრისით. ამის მაგალითი ნამდვილად არის ვარშავაში მიმდინარე პროცესები. „სახალხო პარტიის“ მიმართ ორმაგ სტანდარტებს აქაც ვხედავთ", - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიამ" არაერთხელ აჩვენა საქართველოს მიმართ უსამართლო მოპყრობა, მათ შორის მოითხოვა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რითაც შეურაცხყოფას აყენებდნენ ქვეყნის მოქალაქეებს
იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ამ პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან არა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დაცვით, არამედ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით.
„სამწუხაროა, რომ დღეს ევროპული ინსტიტუტები ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც გამოირჩევიან სწორედ არა ევროპული ღირებულებების გადაწყვეტილებების მიღებით, არამედ ორმაგი სტანდარტით“, — განაცხადა იონათამიშვილმა.
როგორც ადრე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებს აერთიანებს, ექსტრემიზმის მხარეს დადგა, რადგან აგრძელებს საქართველოს ყოფილი მმართველი ძალის — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას.
„ევროპის სახალხო პარტია“ 1976 წელს დაარსდა და იგი უდიდესი ევროპული პოლიტიკური ოჯახია. მისი პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში ყველაზე მეტ ადგილს იკავებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ EPP-ის შემადგენლობაში 2008 წლიდან შედის.