მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იოტოვამ გაიმარჯვა

© REUTERS Stoyan Nenovილიანა იოტოვა
ილიანა იოტოვა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
პოლიტიკოსი გამოდის უკრაინის კონფლიქტში რესპუბლიკის ჩართვისა და „მსურველთა კოალიციაში“ მონაწილეობის წინააღმდეგ.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა.
იოტოვამ ამომრჩეველთა ხმების 57,57% მიიღო. მისმა მთავარმა მეტოქემ, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა ანდრეი გიუროვმა – 39,48%.
ილიანა იოტოვა ბულგარეთის ისტორიაში არჩევნების გზით არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები მას მიმდინარე წლის იანვარში, მას შემდეგ გადაეცა, რაც რუმენ რადევი პოსტიდან ვადაზე ადრე გადადგა.
პოლიტიკოსი გამოდის უკრაინის კონფლიქტში რესპუბლიკის ჩართვისა და „მსურველთა კოალიციაში“ მონაწილეობის წინააღმდეგ. ამის ნაცვლად, მან ევროპის დონეზე „კოალიცია მშვიდობისთვის“ შექმნის წინადადება წამოაყენა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს იოტოვა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებდა, აღედგინათ დიალოგი რუსეთთან და დაერეკათ ვლადიმირ პუტინისთვის. მისი აზრით, ბულგარეთს შეუძლია მოსკოვთან დიპლომატიური არხის როლი შეასრულოს.
ყველა ახალი ამბავი
0