ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2026
გამოწერა
სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალოწლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,1% შეადგინა
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2026 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით 77,44 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1,82 მლრდ ლარით ანუ 2,41%-ით მეტია 1-ელი სექტემბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ მასალებში.
ანგარიშის თანახმად, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 590,18 მლნ ლარით, ანუ 1,59%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 1,23 მლრდ ლარით, ანუ 3,2%-ით გაიზარდა.
სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი მიმდინარე წლის 1-ელი ოქტომბრისთვის 0,22 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 57,04% შეადგინა.
სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალოწლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,1% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8,66%, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე 2,4%.
სექტემბრის ბოლოს საქართველოში 20 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.
ყველა ახალი ამბავი
0