ძიუდო: საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია

© photo: Sputnik / Stringerძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2026
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის გუნდთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს 23-წლამდე ძიუდოისტთა ნაკრებმა ნეაპოლში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ეროვნული ნაკრები, რომელიც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ, ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთის გუნდთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა.
ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრები (4:3) დაამარცხეს, ნახევარფინალში კი იტალიის გუნდს (4:2) სძლიეს.
ყველა ახალი ამბავი
0