ზაფხულის IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: საქართველო ტურნირზე 13 სპორტსმენით წარდგება

გამოწერა
დაკარი ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. სენეგალის დედაქალაქ დაკარში აბდულაი ვადეს სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე ზაფხულის IV ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.
დაკარი ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. თამაშებში მონაწილეობას მიიღებს 205 ქვეყნის 2.655 სპორტსმენი - შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 25 სახეობაში.
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იყვნენ მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი და ძიუდოისტი ვაჟა გენგაშვილი.
საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში: მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა იასპარეზებს 13 სპორტსმენი.
სენეგალში საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ხელმძღვანელობს, ოლიმპიურ სოფელში კი მისიის ხელმძღვანელია სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
ყველა ახალი ამბავი
0