ხელბურთი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

© photo: Rankinis / FBხელბურთი
ხელბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2026
გამოწერა
საქართველოს ნაკრები ნოემბერში 2 მატჩს გამართავს - 5 ნოემბერს ნორვეგიას ესტუმრებიან, 8-ში კი თბილისში ავსტრიის ნაკრებს მიიღებენ.
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებს 5 და 8 ნოემბერს გამართავს.
5 ნოემბერს ქართველი ხელბურთელები ნორვეგიას ესტუმრებიან, 8-ში კი თბილისში ავსტრიის ნაკრებს მიიღებენ.
ამ შეხვედრებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუბენ გარაბიამ შემადგენლობა დაასახელა — ესპანელმა სპეციალისტმა გუნდში 11 ლეგიონერი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: დავით ნიქაბაძე („ვიქტორ სტავროპოლი“), გიგი რუხაძე („აიდოვშინა“), ზურაბ ცინცაძე („ლეგიონოვო“);
მოედნის მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი („ტრამბლე“), ზურაბ გოგავა („ლემგო“), ირაკლი გოგოლაძე („ბსბ ბათუმი“), დავით გრიშკაშვილი („ნიმი“), ნიკოლოზ კალანდაძე („პროვანსი“), გიორგი ლაპიაშვილი, გიორგი არეშიძე, გიორგი კაპანაძე (სამივე – „სპორტუნი-პეგასი“), თეიმურაზ ორჯონიკიძე, ირაკლი კბილაშვილი (ორივე – „პოტაისა ტურდა“), გიორგი ხელისუფალი („სამტრედია“), ნიკოლოზ მამულაშვილი („კონტასარა სარაგოსა“), ხაზეინ რუსტამოვი („კონსტანტა“), გიორგი ცხოვრებაძე („ზაგრები“), გუგა უთმელიძე („ბსბ ბათუმი“).
ევრო 2028-ის საგზურისთვის ბრძოლაში კონტინენტის 32 ნაკრები ჩაერთვება, ფინალურ ეტაპზე კი 24 საუკეთესო ითამაშებს. ოთხი საგზურის მფლობელი უკვე ცნობილია — ევროპის მოქმედი ჩემპიონი დანია და ტურნირის თანამასპინძლები — ესპანეთი, პორტუგალია და შვეიცარია.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
5 ნოემბერი, 21:00: ნორვეგია – საქართველო;
8 ნოემბერი, 18:00: საქართველო – ავსტრია;
11 მარტი, 2027: თურქეთი – საქართველო (დაწყების დრო უცნობია);
14 მარტი, 2027: საქართველო – თურქეთი (დაწყების დრო უცნობია);
6 მაისი, 2027: საქართველო – ნორვეგია (დაწყების დრო უცნობია);
9 მაისი, 2027, 20:00 | ავსტრია – საქართველო.
ყველა ახალი ამბავი
0