https://sputnik-georgia.com/20261101/ushakovi-zelenski-tu-daurekavs-putini-upasuxebs-301484407.html
კრემლი: თუ ზელენსკი დაურეკავს, პუტინის მას უპასუხებს
კრემლი: თუ ზელენსკი დაურეკავს, პუტინის მას უპასუხებს
Sputnik საქართველო
მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს კიევთან მოლაპარაკებების მზადყოფნის შესახებ. 01.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-01T18:13+0400
2026-11-01T18:13+0400
2026-11-01T18:13+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
ვლადიმირ პუტინი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/15/281539369_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_042d4e2cfde9147058d195b076e5c992.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს და თუ მას ვოლოდიმირ ზელენსკი დაურეკავს, უპასუხებს, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო მეთაურის თანაშემწე იური უშაკოვმა.უშაკოვის თქმით, ზელენსკი სხვადასხვა წყაროს მეშვეობით აგზავნის სიგნალებს პუტინთან დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ.როგორც პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებების გასამართად.მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს კიევთან მოლაპარაკებების მზადყოფნის შესახებ.როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რუსეთის ლიდერი „ღიაა ყველასთან დიალოგისთვის“. პუტინსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხად კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ „კიევიდან ჯერ არავის დაურეკავს“.ამასთან, პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს პირდაპირი მოლაპარაკებების გასამართად, სადაც მისთვის ყველა პირობა იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით. როგორც კრემლში აღნიშნეს, მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა კიევის რეჟიმის მხრიდან მსგავსი სურვილი არ შეიმჩნევა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/15/281539369_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_9c97cf14a2aa2df58af507e44ba6df72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
კრემლი: თუ ზელენსკი დაურეკავს, პუტინის მას უპასუხებს
მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს კიევთან მოლაპარაკებების მზადყოფნის შესახებ.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს და თუ მას ვოლოდიმირ ზელენსკი დაურეკავს, უპასუხებს, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო მეთაურის თანაშემწე იური უშაკოვმა.
„ვფიქრობ, რომ უპასუხებს, რა თქმა უნდა. პუტინს საუბარზე უარი არც ერთხელ არ უთქვამს“, — განაცხადა უშაკოვმა Вести-ის კორესპონდენტ პაველ ზარუბინის კითხვის პასუხად.
უშაკოვის თქმით, ზელენსკი სხვადასხვა წყაროს მეშვეობით აგზავნის სიგნალებს პუტინთან დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ.
როგორც პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკებების გასამართად.
„ის ხომ სხვადასხვა წყაროს მეშვეობით აგზავნის სიგნალებს. სურს (საუბარი), და თუ ასე ძალიან სურს დალაპარაკება — ჩამოვიდეს“, — განაცხადა უშაკოვმა.
მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს კიევთან მოლაპარაკებების მზადყოფნის შესახებ.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რუსეთის ლიდერი „ღიაა ყველასთან დიალოგისთვის“. პუტინსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხად კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ „კიევიდან ჯერ არავის დაურეკავს“.
ამასთან, პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ზელენსკის შეუძლია მოსკოვში ჩავიდეს პირდაპირი მოლაპარაკებების გასამართად, სადაც მისთვის ყველა პირობა იქნება უზრუნველყოფილი, მათ შორის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
როგორც კრემლში აღნიშნეს, მოსკოვი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა კიევის რეჟიმის მხრიდან მსგავსი სურვილი არ შეიმჩნევა.