თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ბაროკოს მუსიკის ფესტივალს მასპინძლობს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2026
გამოწერა
მომდევნო საფესტივალო საღამოებს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენა უმასპინძლებს.
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბაროკოს მუსიკის მე-12 ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 31 ოქტომბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება, 8 კონცერტია დაგეგმილი. მომდევნო საფესტივალო საღამოებს რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენა უმასპინძლებს.
კონცერტში მონაწილეობს ვირტუოზი სოპრანისტი მაიან ლიხტი, რომელმაც გასულ წელს ქართველი მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ფესტივალის პროგრამა ტრადიციულად მრავალფეროვანია და სოლო ინსტრუმენტულ, საორკესტრო, ვოკალურ და საგუნდო მუსიკას აერთიანებს. ბაროკოს ეპოქის ნაწარმოებები კვლავ მთავარ მიმართულებად რჩება, თუმცა წლევანდელი პროგრამა ამ პერიოდის ფარგლებს სცდება და მსმენელს პრეკლასიკური, კლასიკური და ადრეული რომანტიზმის ნაწარმოებებსაც გააცნობს.
მუსიკალური პროგრამა ვივალდის, მონტევერდის, პერსელის, ჰენდელისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს აერთიანებს.
კონცერტებთან ერთად, ფესტივალი წელსაც ითვალისწინებს სამეცნიერო მიმართულებას. 4 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში „საქართველოს სინფონიეტისა“ და კონსერვატორიის თანაორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია, სახელწოდებით – „ბაროკო და მისი მემკვიდრეობა: სტილური ევოლუცია ადრეულ რომანტიზმამდე“ გაიმართება.
პროექტის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
„თბილისის ბაროკოს ფესტივალი“ (Tbilisi Baroque Festival) ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფორუმია, რომელიც საქართველოში ბაროკოს ეპოქის (XVII–XVIII სს.) მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება. ფესტივალი 2015 წელს დაარსდა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის — „საქართველოს სინფონიეტას“ ინიციატივითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.
ყველა ახალი ამბავი
0