თბილისში ათასობით ოჯახი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩება

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2026
გამოწერა
კომპანიაში აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობას 3 ნოემბრის 20:00 საათამდე აღუდგება.
თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. გაზსადენის რეკონსტრუქციის გამო, ვარკეთილსა და ვაზისუბანში გაზის მიწოდება 6,4 ათას აბონენტს დროებით შეუწყდება, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია ёთბილისი ენერჯი" (Tbilisi Energy).
კომპანიის ცნობით, გაზსადენზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 2 ნოემბრის 22:00 სთ-დან 3 ნოემბრის 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება როგორც მოსახლეობის ნაწილს, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებს, კომერციულ და სავაჭრო ობიექტებს.
გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება 3 ნოემბრის 11:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და სთხოვს, არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.
ყველა ახალი ამბავი
0