მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო: რუსული დიზელის საწვავი ევროპის ბაზრებზე ჩნდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტოგასამართი სადგური
ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2026
გამოწერა
როგორც ნოვაკმა განაცხადა, ევროპამ საკუთარ თავს რუსული ნავთობპროდუქტების შეძენა აუკრძალა.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. რუსული დიზელის საწვავი ევროპის ბაზრებზე ზოგჯერ სხვადასხვა მარკით ჩნდება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.
მან შეახსენა საზოგადოებას, რომ ევროპამ საკუთარ თავს რუსული ნავთობპროდუქტების შეძენა აუკრძალა.
„ასეთი შემთხვევები შესაძლებელია, რადგან ევროპამ ხომ აკრძალა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა მარკით რუსული დიზელი ევროპაში ხანდახან მაინც ჩნდება“, — განაცხადა ნოვაკმა Вести-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ამწვავებს დისბალანსს საწვავის ბაზარზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ფასებზე.
ამასთან, ოქტომბერში რუსეთისა და აშშ-ის ლიდერებმა ვლადიმირ პუტინმა და დონალდ ტრამპმა მიაღწიეს შეთანხმებას გლობალურ ბაზარზე რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდების თაობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0