დეპუტატი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კრიზისს გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშივარშავა
ვარშავა - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2026
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული დავა პოლონეთში 2023 წლიდან მიმდინარეობს.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მიდგომები, რომლებსაც ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებები სხვა სახელმწიფოებში იყენებენ, ადრე თუ გვიან, შესაძლოა, მათსავე წინააღმდეგ შემობრუნდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარე ბოგდან სვეჩკოვსკის, მის მოადგილე ბართლომე სოხანსკის და თავი სასამართლომ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა. სასამართლოს ვებგვერდმა უარყო ეს ინფორმაცია, სოციალურ ქსელებში კი გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს „სახელმწიფო გადატრიალება“ იყო.
„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე. მაქსიმალურად ვცდილობთ თავი შევიკავოთ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან. ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები", - განაცხადა მახაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, პოლონეთის ხელისუფლებამ ყველა წამოჭრილ კითხვას ლეგიტიმური პასუხი უნდა გასცეს.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული დავა პოლონეთში 2023 წლიდან მიმდინარეობს. ტუსკის მთავრობა PiS-ის ფარგლებში განხორციელებული სასამართლო რეფორმების გადახედვას ცდილობს, თუმცა ნავროცკის წინააღმდეგობას აწყდება, რომელიც უარს ამბობს შემოთავაზებული მოსამართლეების დამტკიცებაზე. შედეგად, სასამართლოს მუშაობა, ფაქტობრივად, პარალიზებულია.
ყველა ახალი ამბავი
0