https://sputnik-georgia.com/20261101/cincadze-fitch-reiringis-shepasebas-exmaureba-301479833.html
ცინცაძე: Fitch Ratings-ის შეფასება ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ადასტურებს
ცინცაძე: Fitch Ratings-ის შეფასება ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ადასტურებს
Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლებში ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მსგავსი... 01.11.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-11-01T12:53+0400
2026-11-01T12:53+0400
2026-11-01T12:53+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
სტატისტიკა
საქართველო რეიტინგებში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24185/12/241851288_0:171:3337:2048_1920x0_80_0_0_7a20ca626ad93b36529b08516ce83fcd.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესება ადასტურებს, რომ ქვეყანას სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.საერთაშორისო საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეცვალა, ხოლო ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლებში ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მსგავსი რეიტინგის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.„Fitch-ის მიერ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ასევე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სანდოა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებისთვის, საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობა კი დღითი დღე იზრდება", - განაცხადა ცინცაძემ.მისი თქმით, მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რათა მომდევნო თვეებსა და წლებში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები შენარჩუნდეს.Fitch Ratings-ი 2026 წელს მშპ-ის 7,5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რის შემდეგაც, 2027–2028 წლებში, ზრდის ტემპი თანდათან შენელდება და მიუახლოვდება საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებულ პოტენციურ მაჩვენებელს — 5%-ს.გარდა ამისა, საქართველო სტაბილურად აჩვენებს ფისკალური პოლიტიკის ძლიერ მაჩვენებლებს, რაც განპირობებულია ეკონომიკური ზრდის მდგრადი ტემპითა და სანდო საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემით.Fitch Ratings Inc. — ამერიკული კორპორაციაა, რომელიც Standard & Poor’s-სა და Moody’s-თან ერთად საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ე.წ. „დიდ სამეულში“ შედის. იგი სპეციალიზდება გლობალური საკრედიტო ბაზრებისთვის კრედიტუნარიანობის დამოუკიდებელი და პერსპექტივაზე ორიენტირებული შეფასებების, ანალიტიკური კვლევებისა და მონაცემების მიწოდებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24185/12/241851288_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_20996abd6f3be441bb2f392af18063e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სტატისტიკა, საქართველო რეიტინგებში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სტატისტიკა, საქართველო რეიტინგებში, ახალი ამბები
ცინცაძე: Fitch Ratings-ის შეფასება ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ადასტურებს
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლებში ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მსგავსი რეიტინგის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. სააგენტო Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესება ადასტურებს, რომ ქვეყანას სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
საერთაშორისო საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეცვალა, ხოლო ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.
„რეიტინგის გაუმჯობესებას ამყარებს ის შედეგები, რაც საქართველოს აქვს მაკროეკონომიკური მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, საერთაშორისო რეზერვების რეკორდული მაჩვენებელი და, ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრადი შემცირება, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახა რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებაზე“, — აღნიშნა ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლებში ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მსგავსი რეიტინგის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.
„Fitch-ის მიერ საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ასევე მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა სანდოა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებისთვის, საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო მიმზიდველობა კი დღითი დღე იზრდება", - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად აგრძელებს მუშაობას, რათა მომდევნო თვეებსა და წლებში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები შენარჩუნდეს.
Fitch Ratings-ი 2026 წელს მშპ-ის 7,5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რის შემდეგაც, 2027–2028 წლებში, ზრდის ტემპი თანდათან შენელდება და მიუახლოვდება საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებულ პოტენციურ მაჩვენებელს — 5%-ს.
გარდა ამისა, საქართველო სტაბილურად აჩვენებს ფისკალური პოლიტიკის ძლიერ მაჩვენებლებს, რაც განპირობებულია ეკონომიკური ზრდის მდგრადი ტემპითა და სანდო საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემით.
Fitch Ratings Inc. — ამერიკული კორპორაციაა, რომელიც Standard & Poor’s-სა და Moody’s-თან ერთად საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების ე.წ. „დიდ სამეულში“ შედის. იგი სპეციალიზდება გლობალური საკრედიტო ბაზრებისთვის კრედიტუნარიანობის დამოუკიდებელი და პერსპექტივაზე ორიენტირებული შეფასებების, ანალიტიკური კვლევებისა და მონაცემების მიწოდებაზე.