https://sputnik-georgia.com/20261031/trampi-didia-albatoba-rom-ukrainis-sakitxze-setanxmeba-g20-is-samitamde-gaformdes-301479008.html
ტრამპი: დიდია ალბათობა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმება G20-ის სამიტამდე გაფორმდეს
ტრამპი: დიდია ალბათობა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმება G20-ის სამიტამდე გაფორმდეს
Sputnik საქართველო
G20-ის სამიტი მაიამიში 14-15 დეკემბერს გაიმართება; მასზე პუტინიცაა მიწვეული. პესკოვის განცხადებით, მისი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას ყველა გარემოების... 31.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-31T21:02+0400
2026-10-31T21:02+0400
2026-10-31T21:02+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
დონალდ ტრამპი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/09/301080857_0:298:2861:1907_1920x0_80_0_0_f80f09bd7204df391ff515352388afb9.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. ასე უპასუხა მან ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველისა და ბლოგერის, ბენი ჯონსონის შეკითხვას, რომელიც კონფლიქტის დასრულების პერსპექტივებს ეხებოდა.მან ასევე დასძინა, რომ არსებობს დიდი ალბათობა, სამშვიდობო შეთანხმება „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტამდე გაფორმდეს. „ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსი, რომ ამ საკითხს მოვაგვარებთ“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.„დიდი ოცეულის“ სამიტი 2026 წლის 14-15 დეკემბერს მაიამიშია დაგეგმილი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მანამდე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ღონისძიებაზე რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მიიწვია. მოსკოვმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ სამიტში პუტინის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ყველა გარემოების გათვალისწინებით იქნება მიღებული. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, დაესწრება თუ არა პუტინი პირადად, რუსეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს „დიდი ოცეულის“ (G20) მუშაობაში.2025 წლის ზაფხულში პუტინმა და ტრამპმა გამართეს მოლაპარაკებები ანკორიჯში, სადაც უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილეს. სამიტის შემდეგ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ისაუბრა უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დაინტერესებულია გრძელვადიანი მოგვარებით.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/09/301080857_0:0:2543:1907_1920x0_80_0_0_4d467df76747691b0296038080fa222b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, დონალდ ტრამპი, პოლიტიკა
აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები, დონალდ ტრამპი, პოლიტიკა
ტრამპი: დიდია ალბათობა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმება G20-ის სამიტამდე გაფორმდეს
G20-ის სამიტი მაიამიში 14-15 დეკემბერს გაიმართება; მასზე პუტინიცაა მიწვეული. პესკოვის განცხადებით, მისი მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებენ.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. ასე უპასუხა მან ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველისა და ბლოგერის, ბენი ჯონსონის შეკითხვას, რომელიც კონფლიქტის დასრულების პერსპექტივებს ეხებოდა.
„ვფიქრობ, ძალიან ახლოს ვართ შეთანხმების გაფორმებასთან“, — აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე დასძინა, რომ არსებობს დიდი ალბათობა, სამშვიდობო შეთანხმება „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტამდე გაფორმდეს. „ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსი, რომ ამ საკითხს მოვაგვარებთ“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„დიდი ოცეულის“ სამიტი 2026 წლის 14-15 დეკემბერს მაიამიშია დაგეგმილი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მანამდე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ღონისძიებაზე რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მიიწვია. მოსკოვმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ სამიტში პუტინის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ყველა გარემოების გათვალისწინებით იქნება მიღებული. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, დაესწრება თუ არა პუტინი პირადად, რუსეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს „დიდი ოცეულის“ (G20) მუშაობაში.
2025 წლის ზაფხულში პუტინმა და ტრამპმა გამართეს მოლაპარაკებები ანკორიჯში, სადაც უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზები განიხილეს. სამიტის შემდეგ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა ისაუბრა უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დაინტერესებულია გრძელვადიანი მოგვარებით.