რუსთავის ავტობუსის ეკრანებზე +18 შინაარსის ვიდეო ჩაირთო

© photo: Rustavi City Hall / FBავტობუსი რუსთავში
ავტობუსი რუსთავში - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2026
გამოწერა
რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახურის განცხადებით, ავტობუსების მონიტორების სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო, იუწყება „ინფო რუსთავი“.
რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში დამონტაჟებულ ეკრანებზე +18 შინაარსის ვიდეოჩართვის თაობაზე სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი.
"დღეს #4 ავტობუსით იმგზავრეს ბავშვებმა. მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნო. საზოგადოებრივ ავტობუსში! არ ვიცი მგზავრმა გააზიარა ეკრანზე თუ როგორ ჩაირთო, მაგრამ ეს არის მიუღებელი. ვერ გამორთო ეკრანი მძღოლმა და მონიტორს ქურთუკი დააფარა. იმედი მაქვს რეაგირება ექნებათ და მსგავსი ფაქტი არ განმეორდება", - დაწერა თვითმხილველმა სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით მომხდარს რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახური გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, ავტობუსების მონიტორების სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა.
"რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც ეკრანზე, რამდენიმე წამის განმავლობაში აისახა უცენზურო შინაარსის კადრი. მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურმა მყისიერად მოახდინა რეაგირება. ამ მომენტისთვის ავტობუსებში არსებული ყველა მონიტორი გათიშულია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მუშაობს შესაბამისი უწყება," — ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0