რა მიზნით ჩამოდიან უცხოელები საქართველოში - ახალი სტატისტიკა

© courtesy of Nikoloz Mjavanadzeტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, ვიზიტების ძირითადი მიზანი გართობა და დასვენება იყო.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოს 3,1 მილიონი მოგზაური ეწვია, რაც 3,6%-ით მეტია 2025 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ანგარიშში.
ამასთან, 15 წელს ზემოთ პირების ვიზიტების რაოდენობამ 2,6 მლნ შეადგინა, რაც 3,3%-ით მეტია 2025 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4,7%-ით გაიზარდა და 2,1 მლნ შეადგინა.
უწყების ცნობით, ვიზიტების ძირითადი მიზანი გართობა და დასვენება იყო.
უცხოელების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი 2026 წლის ივლის-სექტემბერში

ვიზიტის მიზანი

ვიზიტების რაოდენობა, ათასი

წილი საერთო რიცხვიდან, %

დასვენება და გართობა

1 527,0

58,8

ნათესავების მონახულება

560,3

21,6

ტრანზიტი სხვა ქვეყნებში

289,3

11,1

სამსახური

118,0

4,5

შოპინგი

78,0

3

სხვა

25,6

1

საანგარიშო პერიოდში ტურისტების უმეტესობა თბილისსა და აჭარას ეწვია. საქართველოში უცხოელებმა საშუალოდ 6,4 ღამე გაათენეს.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 596,8 ათასი, რაც მთლიანი ვიზიტორების 26,7%-ია. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 14,5% ) და სომხეთი (11%).
რუსეთის მოქალაქეებმა ჯამში 695,8 ათასი ვიზიტი განახორციელეს, თურქეთის მოქალაქეებმა – 398,1 ათასი, სომხეთის კი – 316,2 ათასი ვიზიტი.
„საქსტატის" მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უცხოელებმა მთლიანობაში 5,7 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 8,2%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ერთ მოგზაურობაზე ხარჯები 11,1%-ით შემცირდა და 2.194,4 ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0