https://sputnik-georgia.com/20261031/parizsi-metros-40-sadguri-daixura-301477970.html
პარიზში საპროტესტო აქციების გამო მეტროს 40 სადგური დაიხურა
პარიზში საპროტესტო აქციების გამო მეტროს 40 სადგური დაიხურა
Sputnik საქართველო
სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, ცხოვრების გაძვირების საწინააღმდეგო მასშტაბური დემონსტრაცია ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში გადაიტანეს. 31.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-31T19:15+0400
2026-10-31T19:15+0400
2026-10-31T19:15+0400
მსოფლიო დღეს
საფრანგეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24482/79/244827948_0:228:2828:1819_1920x0_80_0_0_ca64a5fccf4d77ca6773a0538e886196.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. პარიზში შაბათს, 31 ოქტომბერს, დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო მეტროს 40 სადგური დაიხურა, იუწყება პარიზის ტრანსპორტის ავტონომიური სააგენტო (RATP).საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება; დემონსტრაციები შაბათსაც არის მოსალოდნელი. მოქალაქეებს მონაწილეობისკენ მოუწოდებენ პროფკავშირები და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლები.„პოლიციის პრეფექტურის მოთხოვნითა და უსაფრთხოების მიზნით, შაბათს, 31 ოქტომბერს, შემდეგი სადგურები დაიხურება“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.RATP-მა 40 სადგურის სია გამოაქვეყნა; ზოგიერთი მათგანი დილით ადრე დაიხურა, ზოგი კი — დღის განმავლობაში.გარდა ამისა, პარიზში დაგეგმილი მასშტაბური აქციის გამართვის ადგილი ქალაქის გარეუბანში გადაიტანეს. მანამდე პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ პროფკავშირების მხარე დაიჭირა და ნება დართო, ცხოვრების გაძვირების საწინააღმდეგო აქცია ქალაქის ცენტრში გაემართა, რითაც პოლიციის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა. თუმცა, საფრანგეთის სახელმწიფო საბჭომ — უმაღლესმა ადმინისტრაციულმა ორგანომ — ეს გადაწყვეტილება გააუქმა. როგორც პარიზის პოლიციის პრეფექტურამ შაბათს განაცხადა, აქცია პარიზის აღმოსავლეთ გარეუბანში გაიმართება.საფრანგეთში საპროტესტო აქციები სექტემბერში დაიწყო. თავდაპირველად, სკოლისა და უნივერსიტეტის მოსწავლე-სტუდენტები განათლების სისტემის გაუმჯობესებას ითხოვდნენ; მოგვიანებით მათ შეუერთდნენ მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ფასების ზრდას აპროტესტებენ.საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ყველაზე მასშტაბური ღონისძიება 17 ოქტომბერს გამართული საერთო ეროვნული დემონსტრაცია იყო, რომელშიც დაახლოებით 550.000 ადამიანი მონაწილეობდა. აქცია არეულობასა და ვანდალიზმში გადაიზარდა.
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24482/79/244827948_50:0:2779:2047_1920x0_80_0_0_9432a54406fa723fc8bb7541c6c1f598.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საფრანგეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
საფრანგეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
პარიზში საპროტესტო აქციების გამო მეტროს 40 სადგური დაიხურა
სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, ცხოვრების გაძვირების საწინააღმდეგო მასშტაბური დემონსტრაცია ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში გადაიტანეს.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. პარიზში შაბათს, 31 ოქტომბერს, დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო მეტროს 40 სადგური დაიხურა, იუწყება პარიზის ტრანსპორტის ავტონომიური სააგენტო (RATP).
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება; დემონსტრაციები შაბათსაც არის მოსალოდნელი. მოქალაქეებს მონაწილეობისკენ მოუწოდებენ პროფკავშირები და „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წარმომადგენლები.
„პოლიციის პრეფექტურის მოთხოვნითა და უსაფრთხოების მიზნით, შაბათს, 31 ოქტომბერს, შემდეგი სადგურები დაიხურება“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
RATP-მა 40 სადგურის სია გამოაქვეყნა; ზოგიერთი მათგანი დილით ადრე დაიხურა, ზოგი კი — დღის განმავლობაში.
გარდა ამისა, პარიზში დაგეგმილი მასშტაბური აქციის გამართვის ადგილი ქალაქის გარეუბანში გადაიტანეს. მანამდე პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ პროფკავშირების მხარე დაიჭირა და ნება დართო, ცხოვრების გაძვირების საწინააღმდეგო აქცია ქალაქის ცენტრში გაემართა, რითაც პოლიციის მიერ დაწესებული აკრძალვა გააუქმა. თუმცა, საფრანგეთის სახელმწიფო საბჭომ — უმაღლესმა ადმინისტრაციულმა ორგანომ — ეს გადაწყვეტილება გააუქმა. როგორც პარიზის პოლიციის პრეფექტურამ შაბათს განაცხადა, აქცია პარიზის აღმოსავლეთ გარეუბანში გაიმართება.
საფრანგეთში საპროტესტო აქციები სექტემბერში დაიწყო. თავდაპირველად, სკოლისა და უნივერსიტეტის მოსწავლე-სტუდენტები განათლების სისტემის გაუმჯობესებას ითხოვდნენ; მოგვიანებით მათ შეუერთდნენ მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში ფასების ზრდას აპროტესტებენ.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ყველაზე მასშტაბური ღონისძიება 17 ოქტომბერს გამართული საერთო ეროვნული დემონსტრაცია იყო, რომელშიც დაახლოებით 550.000 ადამიანი მონაწილეობდა. აქცია არეულობასა და ვანდალიზმში გადაიზარდა.