ლევან კოღუაშვილის ფილმ „გურიას“ „აზიური ოსკარი“ გადაეცა

© Courtesy of Levan Koguashviliლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2026
გამოწერა
APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება „აზიურ ოსკარად“ მოიხსენიებს.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik.რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმ „გურიას“ Asia Pacific Screen Awards-ის (APSA) დაჯილდოებაზე „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის“ ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„ვულოცავთ რეჟისორ ლევან კოღუაშვილსა და „გურიას“ შემოქმედებით გუნდს აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე (Asia-Pacific Screen Awards) მოპოვებულ უმაღლეს აღიარებას - გამარჯვებას ნომინაციაში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი“, - ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.
© Courtesy of Levan Koguashviliლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
Фильм режиссера Левана Когуашвили Гурия - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2026
ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, APSA-ს ჯილდოს საერთაშორისო პროფესიული საზოგადოება „აზიურ ოსკარად“ მოიხსენიებს.
ეროვნული კინოცენტრის სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ფილმი „გურია“ წარდგენილია საქართველოს ოფიციალურ განაცხადად ამერიკის კინოაკადემიის 99-ე დაჯილდოებაზე („ოსკარი“), ნომინაციაში „საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმი“.
ფილმი „გურია“
„გურია“ არის ტრაგიკომედია სიყვარულსა და მეგობრობაზე 1990-იანი წლების დასაწყისის გაჭირვებულ, მაგრამ მაინც ნიჭიერ და ადამიანურობით სავსე გურიაში.
© Courtesy of Levan Koguashviliლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
Фильм режиссера Левана Когуашвили Гурия - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2026
ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
უშუქობის, სიღარიბისა და ყაჩაღობის მიუხედავად, გურიაში ხალხი მაინც ახერხებს სიყვარულს, ჩხუბს, მეგობრობას, შიგადაშიგ სიმღერას და ოცნებას, ანუ ცხოვრება გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანი ადამიანურობას ინარჩუნებს.
„ფილმი არის ადამიანებზე, რომლებიც, რთულ პირობებში ცხოვრების მიუხედავად, ადამიანობას ინარჩუნებენ. ისინი შორს არიან სრულყოფილებისგან და ხშირად საკმაოდ ცუდადაც იქცევიან, მაგრამ რჩებიან ადამიანებად. მათ შეუძლიათ მეგობრობა და თანაგრძნობა. მე მინდოდა გადამეღო ფილმი ჩვეულებრივ ადამიანებზე, ყოველგვარი იდეოლოგიური კლიშეებისა თუ პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე - უბრალოდ ცხოვრება, უბრალოდ კინო, უბრალოდ გურია. გურია მეტია, ვიდრე უბრალო კუთხის სახელი, ეს უფრო შინაგანი მდგომარეობაა“, - ამბობს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.
„გურია“ კოღუაშვილის მეოთხე სრულმეტრაჟიანი ფილმია. 2021 წელს გამოვიდა ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომელმაც ნიუ-იორკის „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე სამი მთავარი პრიზი მოიპოვა.
პრემიის შესახებ
Asia Pacific Screen Awards, (APSA) – აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების კინოაკადემიის ყოველწლიური კინოპრემიაა, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა.
© Courtesy of Levan Koguashviliლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
Фильм режиссера Левана Когуашвили Гурия - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2026
ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“
კინოაკადემიის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრისბენში, რომლის საქალაქო საბჭო გამოვიდა საერთაშორისო კულტურული ინიციატივით შეექმნა პრემია, რომლის მიზანიცაა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ფილმების, მსახიობების, რეჟისორების და კულტურის დაჯილდოება და პოპულარიზაცია გლობალური აუდიტორიისთვის, ამავდროულად, იუნესკოს მიზნების განხორციელება, რომელიც კინოს საშუალებით ეროვნული კულტურების პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას გულისხმობს.
APSA თანამშრომლობს იუნესკოსთან და FIAPF-თან. გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური ირჩევს, ფილმები კი ფასდება მათი კინემატოგრაფიული სრულყოფილებისა და ეროვნული კულტურული ფესვების შენარჩუნების ხარისხის მიხედვით.
APSA წარადგენს აზია-წყნარი ოკეანის 70-ზე მეტი ქვეყნისა და რეგიონის კინორეჟისორების ნამუშევრებს. ყველა ნომინანტი ავტომატურად ხდება აზია-წყნარი ოკეანის კინოაკადემიის წევრი.
ყველა ახალი ამბავი
0