https://sputnik-georgia.com/20261031/fitch-ratings----------301476393.html
Fitch Ratings-მა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა გააუმჯობესა - მთავარი მიზეზები
Fitch Ratings-მა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა გააუმჯობესა - მთავარი მიზეზები
Sputnik საქართველო
Fitch Ratings 2026 წელს მშპ-ის 7,5%-იან ზრდას პროგნოზირებს 31.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-31T16:48+0400
2026-10-31T16:48+0400
2026-10-31T16:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო რეიტინგებში
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/02/25/022556_0:10:1088:622_1920x0_80_0_0_206837b76ec17d4f0d8a21fa9632b6d6.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეცვალა, ხოლო ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.ანალიტიკოსთა შეფასებით, პროგნოზის გადახედვა განპირობებულია საქართველოს მიერ საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრადი შემცირების პერსპექტივითა და ეკონომიკური ზრდის მდგრადი მაჩვენებლებით.ეკონომიკური ზრდაანალიტიკოსების შეფასებით, Fitch-ის რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის საქართველო ზრდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს.Fitch Ratings 2026 წელს მშპ-ის 7,5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რის შემდეგაც, 2027–2028 წლებში, ზრდის ტემპი თანდათან შენელდება და მიუახლოვდება საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებულ პოტენციურ მაჩვენებელს — 5%-ს.გონივრული პოლიტიკაანალიტიკოსთა შეფასებით, საქართველო სტაბილურად აჩვენებს ფისკალური პოლიტიკის ძლიერ მაჩვენებლებს, რაც განპირობებულია ეკონომიკური ზრდის მდგრადი ტემპითა და სანდო საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემით.„ჩვენ ველოდებით ხელსაყრელი ფისკალური ტენდენციების შენარჩუნებას 2026–2028 წლებშიც დეფიციტით მშპ-ის დაახლოებით 2%-ით. ეს განპირობებულია იმით, რომ ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვან საგადასახადო შემოსულობებს უზრუნველყოფს, მთავრობა კი მიმდინარე ხარჯებზე ეფექტურ კონტროლს ინარჩუნებს“, — ნათქვამია ანგარიშში.რეკორდული რეზერვებიანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 2026 წლის სექტემბერში 8,2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.„რეზერვების დაგროვება განპირობებულია საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებით, კაპიტალის შემოდინებით, გონივრული მონეტარული პოლიტიკით და გაუმჯობესებული ნდობით, რამაც გამოიწვია რეზიდენტების მხრიდან ლარის აქტივებზე მოთხოვნის გაზრდა“, - ნათქვამია ანგარიშში.პოლიტიკური რისკებიFitch Ratings-ის ანალიტიკოსები თავიანთ ანგარიშში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ქვეყნის შიდა და გარე რისკებზე. მათი შეფასებით, საქართველო პოლიტიკურად პოლარიზებულია, ბოლო წლებში კი სოციალური განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა — განსაკუთრებით 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ.გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რისკების წინაშე დგას, თუმცა მიმდინარე რყევების გავლენა ჯერჯერობით შეკავებას ემორჩილება. „ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პირველმა ექვსმა თვემ, ირანთან სიახლოვის მიუხედავად, საქართველოზე მხოლოდ შეზღუდული გავლენა იქონია“, — ნათქვამია ანგარიშში.რიგი გამოწვევების დაძლევასაერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანალიტიკოსების თანახმად, ძლიერი ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს ქართული ბანკების მაჩვენებლებს.ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2026 წლის სექტემბერში დეპოზიტების დოლარიზაციის დონე 43%-მდე შემცირდა, რაც 11 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2025 წლის თებერვალში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელზე (54%).გარდა ამისა, Fitch Ratings-ი პროგნოზირებს, რომ 2027–2028 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის დაახლოებით 3,5%-ის ნიშნულზე დასტაბილურდება.„ჩვენი პროგნოზით, 2026 წლისთვის მშპ-თან მიმართებაში წმინდა საგარეო ვალი 6 პროცენტული პუნქტით შემცირდება 25,5%-მდე, რაც კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება მედიანურ ნიშნულს, რომელიც 11%-ს შეადგენს“, — აღნიშნულია ანგარიშში.ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა რეიტინგის შემცირება გამოიწვიოსანალიტიკოსების აზრით, საქართველოს რეიტინგზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საერთაშორისო რეზერვების ხანგრძლივმა კლებამ — მაგალითად, კაპიტალის მნიშვნელოვანი გადინების ან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდის შედეგად.გარდა ამისა, რეიტინგის კლებაზე ასევე იმოქმედებს შიდა პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რასაც ახლავს ნეგატიური ზემოქმედება ეკონომიკურ ზრდასა თუ ფინანსურ სტაბილურობაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/02/25/022556_2:0:1026:768_1920x0_80_0_0_70d600921bac858355857523fbce7006.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო რეიტინგებში, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო რეიტინგებში, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
Fitch Ratings-მა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივა გააუმჯობესა - მთავარი მიზეზები
Fitch Ratings 2026 წელს მშპ-ის 7,5%-იან ზრდას პროგნოზირებს
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საერთაშორისო საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეცვალა, ხოლო ემიტენტის დეფოლტის გრძელვადიანი რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.
ანალიტიკოსთა შეფასებით, პროგნოზის გადახედვა განპირობებულია საქართველოს მიერ საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრადი შემცირების პერსპექტივითა და ეკონომიკური ზრდის მდგრადი მაჩვენებლებით.
„საქართველოს რეიტინგებს მხარს უჭერს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე, გამართული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, ზომიერი საჯარო ვალი და მდგრადი საბანკო სექტორი“, — აღნიშნულია ანგარიშში.
ანალიტიკოსების შეფასებით, Fitch-ის რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის საქართველო ზრდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს.
„ჩვენ მშპ-ის ზრდას ვაფასებთ როგორც შედარებით დაბალანსებულს, ის, ძირითადად, ინვესტიციებისა და ექსპორტით არის განპირობებული, რაც ეროვნული ეკონომიკის გადახურების რისკებს ამცირებს“, — ნათქვამია ანგარიშში.
Fitch Ratings 2026 წელს მშპ-ის 7,5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რის შემდეგაც, 2027–2028 წლებში, ზრდის ტემპი თანდათან შენელდება და მიუახლოვდება საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებულ პოტენციურ მაჩვენებელს — 5%-ს.
ანალიტიკოსთა შეფასებით, საქართველო სტაბილურად აჩვენებს ფისკალური პოლიტიკის ძლიერ მაჩვენებლებს, რაც განპირობებულია ეკონომიკური ზრდის მდგრადი ტემპითა და სანდო საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემით.
„ჩვენ ველოდებით ხელსაყრელი ფისკალური ტენდენციების შენარჩუნებას 2026–2028 წლებშიც დეფიციტით მშპ-ის დაახლოებით 2%-ით. ეს განპირობებულია იმით, რომ ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვან საგადასახადო შემოსულობებს უზრუნველყოფს, მთავრობა კი მიმდინარე ხარჯებზე ეფექტურ კონტროლს ინარჩუნებს“, — ნათქვამია ანგარიშში.
ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 2026 წლის სექტემბერში 8,2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
„რეზერვების დაგროვება განპირობებულია საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებით, კაპიტალის შემოდინებით, გონივრული მონეტარული პოლიტიკით და გაუმჯობესებული ნდობით, რამაც გამოიწვია რეზიდენტების მხრიდან ლარის აქტივებზე მოთხოვნის გაზრდა“, - ნათქვამია ანგარიშში.
Fitch Ratings-ის ანალიტიკოსები თავიანთ ანგარიშში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ქვეყნის შიდა და გარე რისკებზე. მათი შეფასებით, საქართველო პოლიტიკურად პოლარიზებულია, ბოლო წლებში კი სოციალური განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა — განსაკუთრებით 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ საქართველო მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური რისკების წინაშე დგას, თუმცა მიმდინარე რყევების გავლენა ჯერჯერობით შეკავებას ემორჩილება. „ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პირველმა ექვსმა თვემ, ირანთან სიახლოვის მიუხედავად, საქართველოზე მხოლოდ შეზღუდული გავლენა იქონია“, — ნათქვამია ანგარიშში.
რიგი გამოწვევების დაძლევა
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანალიტიკოსების თანახმად, ძლიერი ეკონომიკური ზრდა ხელს უწყობს ქართული ბანკების მაჩვენებლებს.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2026 წლის სექტემბერში დეპოზიტების დოლარიზაციის დონე 43%-მდე შემცირდა, რაც 11 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2025 წლის თებერვალში დაფიქსირებულ პიკურ მაჩვენებელზე (54%).
„ეს, მეტწილად, თანხვედრაშია სესხების დოლარიზაციის 41,5%-იან დონესთან; მოსალოდნელია, რომ ეს უკანასკნელიც შემცირებას განაგრძობს, რაც განპირობებულია სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრებითა და მაკროპრუდენციული ზომებით“, — ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, Fitch Ratings-ი პროგნოზირებს, რომ 2027–2028 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის დაახლოებით 3,5%-ის ნიშნულზე დასტაბილურდება.
„ჩვენი პროგნოზით, 2026 წლისთვის მშპ-თან მიმართებაში წმინდა საგარეო ვალი 6 პროცენტული პუნქტით შემცირდება 25,5%-მდე, რაც კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება მედიანურ ნიშნულს, რომელიც 11%-ს შეადგენს“, — აღნიშნულია ანგარიშში.
ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს
ანალიტიკოსების აზრით, საქართველოს რეიტინგზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საერთაშორისო რეზერვების ხანგრძლივმა კლებამ — მაგალითად, კაპიტალის მნიშვნელოვანი გადინების ან მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდის შედეგად.
გარდა ამისა, რეიტინგის კლებაზე ასევე იმოქმედებს შიდა პოლიტიკური ან გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რასაც ახლავს ნეგატიური ზემოქმედება ეკონომიკურ ზრდასა თუ ფინანსურ სტაბილურობაზე.