ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა სექტემბერში გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerლარები და დოლარები
ლარები და დოლარები - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2026
გამოწერა
სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 20 კომერციული ბანკი, მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2026 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1,69 მლრდ ლარით, ანუ 2,21%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1 ოქტომბრისთვის 78,14 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 796,7 მლნ ლარით, ანუ 1,77%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 892,59 მლნ ლარით (0,87%).
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 11,32 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 1,04%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 22,35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 3,6%-ით მეტია.
უწყების ცნობით, სექტემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,77%-ით, ანუ 726,78 მლნ ლარით და მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით 41,87 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა 58,54% შეადგინა, რაც 0,25 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2026 წლის 1 სექტემბრის მაჩვენებელზე.
სექტემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 20 კომერციული ბანკი, მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
ყველა ახალი ამბავი
0