არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს - პრემიერი პოკერის ტურნირებზე კაზინოებში

CC BY 2.0 / Marco Verch / Roulettetisch im CasinoКазино, рулетка
Казино, рулетка - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2026
გამოწერა
აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეებმა საქართველოს კაზინოებში საერთაშორისო ტურნირების გამართვის შესაძლებლობა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წახალისებად შეაფასეს.
თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. კანონპროექტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების გამართვის უფლებას აძლევს, არანაირ მნიშვნელოვან ცვლილებას არ შეიცავს და უმნიშვნელო ხასიათისაა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა კაზინოებს მისცა უფლება, ჩაატარონ საერთაშორისო აზარტული ტურნირები, სადაც მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80% უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს.
„ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს. საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად, პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა. საუბარია აქ კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ცვლილებები იმდენად უმნიშვნელოა, რომ ფართო განხილვას არ საჭიროებდა.
„ფართო დისკუსია არ იყო საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე, საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტები ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეებმა საქართველოს კაზინოებში საერთაშორისო ტურნირების გამართვის შესაძლებლობა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წახალისებად შეაფასეს.
ამავდროულად, ავტორები აღნიშნავენ, რომ მსგავსი საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან, დადგენილი პირობების თანახმად, ტურნირის მონაწილეთა უმეტესობას უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.
ყველა ახალი ამბავი
0