https://sputnik-georgia.com/20261030/umsxvilesi-arqiteqturuli-kompania-saqartvelos-saxelmwifo-proeqtebit-dainteresda-301446795.html
უმსხვილესი არქიტექტურული კომპანია საქართველოს სახელმწიფო პროექტებით დაინტერესდა
უმსხვილესი არქიტექტურული კომპანია საქართველოს სახელმწიფო პროექტებით დაინტერესდა
Sputnik საქართველო
Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებმა მინისტრს საქართველოში საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და თანამშრომლობის შესაძლო... 30.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-30T11:52+0400
2026-10-30T11:52+0400
2026-10-30T11:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/1d/301441495_0:159:3077:1889_1920x0_80_0_0_bd81c35ba9474fb3f06691ac6fe6170e.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects-ი საქართველოში სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობითაა დაინტერესებული, იუწყება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.უწყების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha Hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.რევაზ სოხაძემ სტუმრებს გააცნო სამინისტროს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები, ასევე ისაუბრა სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო კომპანიების მონაწილეობის ფორმებსა და შესაბამის შესყიდვის პროცედურებზე.ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც ცნობილია ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტილებებით, თანამედროვე შენობებისა და ურბანული სივრცეების პროექტირებით, დაინტერესებულია საქართველოში კერძო სექტორის პროექტებთან ერთად სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც მონაწილეობით.Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებმა მინისტრს საქართველოში საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები გააცნეს.რევაზ სოხაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტურული კომპანიების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქვეყანაში თანამედროვე არქიტექტურული და საპროექტო პრაქტიკის განვითარებისთვის.მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი მასშტაბის კომპანიების გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი არქიტექტურული და სამშენებლო კომპანიების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროექტირების ხარისხის გაუმჯობესებას.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/1d/301441495_173:0:2902:2047_1920x0_80_0_0_3f4b8d35e21611c01ec9c976b7d63e0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, დიდი ბრიტანეთი , ინფრასტრუქტურის სამინისტრო
უმსხვილესი არქიტექტურული კომპანია საქართველოს სახელმწიფო პროექტებით დაინტერესდა
Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებმა მინისტრს საქართველოში საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები გააცნეს.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects-ი საქართველოში სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობითაა დაინტერესებული, იუწყება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
უწყების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის, Zaha Hadid Architects-ის დირექტორს, მანუელა გატოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
რევაზ სოხაძემ სტუმრებს გააცნო სამინისტროს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები, ასევე ისაუბრა სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში კერძო კომპანიების მონაწილეობის ფორმებსა და შესაბამის შესყიდვის პროცედურებზე.
ბრიტანეთში დაფუძნებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც ცნობილია ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტილებებით, თანამედროვე შენობებისა და ურბანული სივრცეების პროექტირებით, დაინტერესებულია საქართველოში კერძო სექტორის პროექტებთან ერთად სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც მონაწილეობით.
Zaha Hadid Architects-ის წარმომადგენლებმა მინისტრს საქართველოში საქმიანობის გაფართოებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები გააცნეს.
რევაზ სოხაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტურული კომპანიების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქვეყანაში თანამედროვე არქიტექტურული და საპროექტო პრაქტიკის განვითარებისთვის.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი მასშტაბის კომპანიების გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი არქიტექტურული და სამშენებლო კომპანიების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროექტირების ხარისხის გაუმჯობესებას.