https://sputnik-georgia.com/20261030/saqartvelo-da-azerbaijani-tanamsromlobis-gafartoebas-ganixilaven-detalebi-301454158.html
საქართველო და აზერბაიჯანი თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავენ – დეტალები
საქართველო და აზერბაიჯანი თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავენ – დეტალები
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სავაჭრო თანამშრომლობას, ასევე საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებს. 30.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-30T16:27+0400
2026-10-30T16:27+0400
2026-10-30T16:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
კავკასია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276525486_0:117:1600:1017_1920x0_80_0_0_d62bcf9c4097d84b7cafb578a981dc61.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაფართოება იყო ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის მთავარი განსახილველი საკითხი; კომისიას ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანათავმჯდომარეობს.კომისიის სხდომა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმართება.საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სავაჭრო თანამშრომლობას, ასევე საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებს.„ერთობლივად განხორციელებული პროექტები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი, უკვე მრავალი წელია, ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას“, - აღნიშნა კობახიძემ.მისი თქმით, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ასევე მოიცავს თავდაცვის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებს.თანამშრომლობის გაფართოების შესახებ საქართველოს ინიციატივას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმაც დაუჭირა მხარი.„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ასადოვმა.ამასთან, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე „შუა დერეფნის“ და ენერგოკაბელის პროექტის ფარგლებში, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოს გავლით ევროპასთან დააკავშირებს.საქართველო და აზერბაიჯანისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/07/276525486_46:0:1555:1132_1920x0_80_0_0_c0279bf42176aa4bc780a547d94f3bd5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, კავკასია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
საქართველო და აზერბაიჯანი თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავენ – დეტალები
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სავაჭრო თანამშრომლობას, ასევე საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებს.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაფართოება იყო ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიის მთავარი განსახილველი საკითხი; კომისიას ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანათავმჯდომარეობს.
კომისიის სხდომა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმართება.
„მზად ვართ, გავაძლიეროთ არსებული კავშირები და ხელი შევუწყოთ ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სავაჭრო თანამშრომლობას, ასევე საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებს.
„ერთობლივად განხორციელებული პროექტები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-სუფსის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი, უკვე მრავალი წელია, ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტსა და რეგიონული და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ასევე მოიცავს თავდაცვის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმისა და საბაჟო სფეროებს.
თანამშრომლობის გაფართოების შესახებ საქართველოს ინიციატივას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმაც დაუჭირა მხარი.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება ორივე ქვეყნის ინტერესებშია და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი გადაწყვეტილებები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ასადოვმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე „შუა დერეფნის“ და ენერგოკაბელის პროექტის ფარგლებში, რომელიც აზერბაიჯანს საქართველოს გავლით ევროპასთან დააკავშირებს.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.