https://sputnik-georgia.com/20261030/rusrtma-ukrainuli-obieqtebi-marali-sizustis-iararis-gamoyenebit-dabomba-301458202.html
რუსეთმა უკრაინული ობიექტები მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით დაბომბა
რუსეთმა უკრაინული ობიექტები მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით დაბომბა
Sputnik საქართველო
რუსულმა ძალებმა დაარტყეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს, ასევე — საპორტო ინფრასტრუქტურას. 30.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-30T19:30+0400
2026-10-30T19:30+0400
2026-10-30T22:50+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/03/298418502_0:160:3074:1889_1920x0_80_0_0_3ff11c65500eaaf3da7513f04cee2e27.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. პარასკევის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში არსებულ სამიზნეებზე მასირებული იერიში მიიტანეს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.თავდასხმისას გამოყენებულ იქნა უპილოტო საფრენი აპარატები და სახმელეთო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღი.„დარტყმები განხორციელდა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია შორი და საშუალო მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და შენახვასთან, ასევე — მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. აღნიშნული ობიექტები განლაგებულია კიევში, ასევე კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესის ოლქში არსებულ საპორტო ინფრასტრუქტურასა და საზღვაო ხომალდებზე, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებში იყენებენ.სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის არმია დრონებითა და რაკეტებით მსგავს დარტყმებს რუსეთის რეგიონებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების საპასუხოდ ახორციელებს.კრემლში აცხადებენ, რომ ამ დარტყმების მიზანი კიევის შეტევითი პოტენციალის შესუსტებაა. რუსული მხარე იუწყება, რომ დარტყმები უწყვეტად ხორციელდება და ისინი სისტემატურ და მასირებულ ხასიათს ატარებს.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/03/298418502_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_eba0179dfbadeca456ba26d260ed1168.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, უკრაინა , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთმა უკრაინული ობიექტები მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით დაბომბა
19:30 30.10.2026 (განახლებულია: 22:50 30.10.2026) რუსულმა ძალებმა დაარტყეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს, ასევე — საპორტო ინფრასტრუქტურას.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. პარასკევის ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში არსებულ სამიზნეებზე მასირებული იერიში მიიტანეს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
თავდასხმისას გამოყენებულ იქნა უპილოტო საფრენი აპარატები და სახმელეთო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღი.
„დარტყმები განხორციელდა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო ობიექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია შორი და საშუალო მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებასა და შენახვასთან, ასევე — მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. აღნიშნული ობიექტები განლაგებულია კიევში, ასევე კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესის ოლქში არსებულ საპორტო ინფრასტრუქტურასა და საზღვაო ხომალდებზე, რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებში იყენებენ.
სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის არმია დრონებითა და რაკეტებით მსგავს დარტყმებს რუსეთის რეგიონებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების საპასუხოდ ახორციელებს.
კრემლში აცხადებენ, რომ ამ დარტყმების მიზანი კიევის შეტევითი პოტენციალის შესუსტებაა. რუსული მხარე იუწყება, რომ დარტყმები უწყვეტად ხორციელდება და ისინი სისტემატურ და მასირებულ ხასიათს ატარებს.