მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის მოლაპარაკებების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია - უშაკოვი

© photo: Sputnik / Aleksander Kryazhevმოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის გომელის რეგიონში
მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის გომელის რეგიონში - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2026
გამოწერა
ევროპელების მონაწილეობა სამმხრივ მოლაპარაკებებში არ იგულისხმება, თუნდაც ისინი ჩავიდნენ იმ ქალაქში, სადაც მომლაპარაკებლების შეხვედრა გაიმართება, აღნიშნა უშაკოვმა.
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის კონკრეტული თარიღი ჯერ არ დანიშნულა.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ მოსკოვი მზადაა, უკრაინასთან დაკავშირებით სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესი განაახლოს. როგორც უშაკოვმა ადრე აღნიშნა, შეხვედრა, შესაძლოა, ნოემბრის შუა რიცხვებში აბუ-დაბიში გაიმართოს.
თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, — აღნიშნა უშაკოვმა.
„რაც შეეხება თარიღს, ჯერჯერობით არაფერია“, — განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები აბუ-დაბიში რომც ჩავიდნენ, ეს მოლაპარაკებებში მათ მონაწილეობას არ ნიშნავს.
„თუ ისინი თვითმფრინავის ბილეთებს იყიდიან, აბუ-დაბიში გაფრინდებიან და სადმე ახლომახლო იტრიალებენ, მაშინ (...) შესაძლოა, თავად უკრაინელებმა — ან თუნდაც ამერიკელებმა — მიაწოდონ მათ ინფორმაცია მიმდინარეობის შესახებ ან გაიარონ კონსულტაციები... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროცესი შეიძლება გარკვეულწილად უფრო რთული აღმოჩნდეს“, — განუცხადა უშაკოვმა გაზეთ „კომერსანტს“, როდესაც მას აბუ-დაბიში ევროპელების შესაძლო ყოფნის შესახებ ჰკითხეს.
უშაკოვმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებასთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 4 ნოემბრის შემდეგ გაიმართება.
მისი თქმით, კონკრეტული თარიღი დამოკიდებული იქნება არსებულ ვითარებაზე, მათ შორის — მდგომარეობაზე შეხების ხაზის გასწვრივ. უშაკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ „ჩაშალა“ მოლაპარაკებების წინა რაუნდი, რომელზეც უკვე შეთანხმებული იყო.
ყველა ახალი ამბავი
0