მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინი ღიაა კონტაქტებისთვის უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების მისაღწევად — პესკოვი

© photo: Sputnik / Kristina Karmilitsina / გადასვლა მედიაბანკშიდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2026
გამოწერა
ჟურნალისტებმა პესკოვს დაუსვეს კითხვა, იგეგმება თუ არა პრეზიდენტის სატელეფონო საუბრები სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ღიაა ნებისმიერ ლიდერთან კონტაქტებისთვის, თუ ეს უკრაინაში არსებული ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარებას შეუწყობს ხელს, განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
მანამდე, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ პუტინთან სატელეფონო საუბრები გამართეს. ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, იგეგმება თუ არა პრეზიდენტის სატელეფონო საუბრები სხვა ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან.
„პრეზიდენტი პუტინი ღიაა კონტაქტებისთვის საქმის ინტერესებისთვის, უკრაინული საკითხის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე გასასვლელად. იყო ღია, ახლაც მზადაა და კვლავაც მზად იქნება ასეთი კონტაქტებისთვის“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ყველა ახალი ამბავი
0