https://sputnik-georgia.com/20261030/mza-kerzebis-kompania-knatunas-warmoeba-seucerda-301448924.html
მზა კერძების კომპანია „კნატუნასა" და რესტორან „ღელეღურდანს" წარმოება შეუჩერდა
მზა კერძების კომპანია „კნატუნასა" და რესტორან „ღელეღურდანს" წარმოება შეუჩერდა
Sputnik საქართველო
კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. 30.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-30T14:41+0400
2026-10-30T14:41+0400
2026-10-30T14:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
თბილისი დღეს
ბათუმი
გორი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/01/298392919_0:13:681:396_1920x0_80_0_0_76408cb3e44623b3ab37480360be149f.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, ბელიაშვილის ქ.N43-ში მდებარე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა” შემოსული შეტყობინების საფუძველზე არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობის (ინვენტარის და ზედაპირების არასათანადო რეცხვა) განმეორებითი დარღვევა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის განთავსების ფაქტი აღინიშნა.ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა (დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია 5 ათას ლარს შეადგენს) და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.კრიტიკული შეუსაბამობების გამო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს ბათუმში, ფ. ხალვაშის ქ.N45ა-ში მდებარე რესტორანს „ღელეღურდანი“. ობიექტზე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექცია და ჰიგიენური ნომრების დარღვევა.სააგენტოს ინსპექტორებმა არალეგალური ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინეს შიდა ქართლში. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ბიზნესოპერატორები საქმიანობას (ფრინველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ.კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
საქართველო
ბათუმი
გორი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/05/01/298392919_74:0:681:455_1920x0_80_0_0_7c2b7cb20df6a552e0516c5c0fb4b06a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისი დღეს, ბათუმი , გორი
ახალი ამბები, საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისი დღეს, ბათუმი , გორი
მზა კერძების კომპანია „კნატუნასა" და რესტორან „ღელეღურდანს" წარმოება შეუჩერდა
კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი დარღვევების გამო თბილისში, აჭარასა და შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დეპარტამენტის ინსპექტორებმა თბილისში, ბელიაშვილის ქ.N43-ში მდებარე მზა კერძების მწარმოებელი და სარეალიზაციო ობიექტი „კნატუნა” შემოსული შეტყობინების საფუძველზე არაგეგმურად შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობის (ინვენტარის და ზედაპირების არასათანადო რეცხვა) განმეორებითი დარღვევა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის განთავსების ფაქტი აღინიშნა.
ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა (დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია 5 ათას ლარს შეადგენს) და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
კრიტიკული შეუსაბამობების გამო დააჯარიმეს და საწარმოო პროცესი შეუჩერეს ბათუმში, ფ. ხალვაშის ქ.N45ა-ში მდებარე რესტორანს „ღელეღურდანი“. ობიექტზე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა/დეზინფექცია და ჰიგიენური ნომრების დარღვევა.
სააგენტოს ინსპექტორებმა არალეგალური ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინეს შიდა ქართლში. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ბიზნესოპერატორები საქმიანობას (ფრინველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ.
კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.