https://sputnik-georgia.com/20261030/mtavroba-gazis-tarifebtan-dakavsirebit-konsultaciebs-martavs-301455583.html
საქართველოს მთავრობა გაზის ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს
საქართველოს მთავრობა გაზის ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს
Sputnik საქართველო
2025 წლის დეკემბერში კომისიამ გაზის ტარიფების გადახედვა ერთი წლით გადადო, ახლა კი მათი გადახედვა მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება. 30.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-30T19:11+0400
2026-10-30T19:11+0400
2026-10-30T19:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
სემეკი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_0:88:2000:1213_1920x0_80_0_0_45db07d86c6f210e99f89310a3e00446.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ერთად, გაზის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს; განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.აღნიშნული ტარიფები ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა.ამ კვირაში საქართველოს პარლამენტმა სემეკს მიანიჭა უფლებამოსილება, ბუნებრივი გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის შესაბამისად განსაზღვროს.2025 წლის დეკემბერში კომისიამ ერთი წლით გადადო გაზის ტარიფების გადახედვა, ხოლო მიმდინარე წლის დეკემბერში ის გაზისა და წყლის ტარიფების გადახედვას გეგმავს.კომისიის განცხადებით, დიფერენცირებული ტარიფები ხელს შეუწყობს სოციალური ინტერესების დაცვასა და მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას. დღეისათვის მსგავსი ტარიფები საქართველოში უკვე მოქმედებს ელექტროენერგიაზე.საქართველოს რეგიონების უმეტესობაში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მოქმედი ტარიფი კუბურ მეტრზე 57 თეთრს შეადგენს. თბილისში კი, გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი კუბურ მეტრზე 54 თეთრია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_132:0:1868:1302_1920x0_80_0_0_01b6cc29875ec7066a2268b842268066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სემეკი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ახალი ამბები, საქართველო, სემეკი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საქართველოს მთავრობა გაზის ტარიფებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს
2025 წლის დეკემბერში კომისიამ გაზის ტარიფების გადახედვა ერთი წლით გადადო, ახლა კი მათი გადახედვა მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ერთად, გაზის ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს; განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნული ტარიფები ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა.
ამ კვირაში საქართველოს პარლამენტმა სემეკს მიანიჭა უფლებამოსილება, ბუნებრივი გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის შესაბამისად განსაზღვროს.
„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი და ჩვენ, ყველანი ვალდებულები ვართ, დაველოდოთ სემეკ-ის გადაწყვეტილებას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკ-თან, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, — განაცხადა პრემიერმა.
2025 წლის დეკემბერში კომისიამ ერთი წლით გადადო გაზის ტარიფების გადახედვა, ხოლო მიმდინარე წლის დეკემბერში ის გაზისა და წყლის ტარიფების გადახედვას გეგმავს.
კომისიის განცხადებით, დიფერენცირებული ტარიფები ხელს შეუწყობს სოციალური ინტერესების დაცვასა და მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილებას. დღეისათვის მსგავსი ტარიფები საქართველოში უკვე მოქმედებს ელექტროენერგიაზე.
საქართველოს რეგიონების უმეტესობაში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მოქმედი ტარიფი კუბურ მეტრზე 57 თეთრს შეადგენს. თბილისში კი, გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი კუბურ მეტრზე 54 თეთრია.