https://sputnik-georgia.com/20261030/konkurenciis-saagento-iandeqsma-momxmareblebis-uflebebi-daarrvia-301457073.html
კონკურენციის სააგენტო: Yandex-მა მომხმარებლების უფლებები დაარღვია
კონკურენციის სააგენტო: Yandex-მა მომხმარებლების უფლებები დაარღვია
Sputnik საქართველო
სააგენტომ დაადგინა, რომ Yandex Go სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელ მოვაჭრედ უნდა განიხილებოდეს და არა მხოლოდ შუამავლად. 30.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-30T21:23+0400
2026-10-30T21:23+0400
2026-10-30T21:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/18/295073107_0:138:3151:1910_1920x0_80_0_0_063ae62d49bd28a2c2644483f54135a8.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ Yandex Go-ს მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ განაცხადა.„საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ Yandex Go-ს პლატფორმაზე მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ მიეწოდებოდათ“, - ნათქვამია განცხადებაში.სააგენტოს ცნობით, დარღვევები უკავშირდებოდა ონლაინ პლატფორმის მომხმარებლებისთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდებასა და კომპანიის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს. კერძოდ, პლატფორმაზე მომხმარებლებს არ მიეწოდებოდათ სრული მონაცემები მძღოლების შესახებ.სააგენტომ უსამართლოდ მიიჩნია კომპანიის სტანდარტული პირობები, რომლებიც სატრანსპორტო მომსახურებაზე პასუხისმგებლობას მძღოლს აკისრებდა. სააგენტოს შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი თავად კომპანია უნდა იყოს. გარდა ამისა, კომპანიას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სახელშეკრულებო პირობები შეცვლა შეეძლო.სააგენტომ დაადგინა, რომ Yandex Go სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელ მოვაჭრედ უნდა განიხილებოდეს და არა მხოლოდ შუამავლად. შესაბამისად, კომპანიას მომხმარებლისთვის საკუთარი სტატუსისა და მომსახურების შესახებ კანონით გათვალისწინებული სრული და გასაგები ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა.GCCA-ის გადაწყვეტილებით, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა, საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა 1 თვის ვადაში.კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს.სერვისი Yandex.Go საქართველოში 2016 წელს ამოქმედდა და ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული გახდა, რაც, ნაწილობრივ, მგზავრობის შედარებით დაბალი ტარიფით არის განპირობებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/18/295073107_210:0:2941:2048_1920x0_80_0_0_75a6a802f3024344a9850b4f4f62b11f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ტრანსპორტი საქართველოში
კონკურენციის სააგენტო: Yandex-მა მომხმარებლების უფლებები დაარღვია
სააგენტომ დაადგინა, რომ Yandex Go სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელ მოვაჭრედ უნდა განიხილებოდეს და არა მხოლოდ შუამავლად.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ Yandex Go-ს მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ განაცხადა.
„საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტომ დაადგინა, რომ Yandex Go-ს პლატფორმაზე მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ მიეწოდებოდათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, დარღვევები უკავშირდებოდა ონლაინ პლატფორმის მომხმარებლებისთვის სავალდებულო ინფორმაციის მიწოდებასა და კომპანიის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს. კერძოდ, პლატფორმაზე მომხმარებლებს არ მიეწოდებოდათ სრული მონაცემები მძღოლების შესახებ.
სააგენტომ უსამართლოდ მიიჩნია კომპანიის სტანდარტული პირობები, რომლებიც სატრანსპორტო მომსახურებაზე პასუხისმგებლობას მძღოლს აკისრებდა. სააგენტოს შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი თავად კომპანია უნდა იყოს. გარდა ამისა, კომპანიას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სახელშეკრულებო პირობები შეცვლა შეეძლო.
სააგენტომ დაადგინა, რომ Yandex Go სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელ მოვაჭრედ უნდა განიხილებოდეს და არა მხოლოდ შუამავლად. შესაბამისად, კომპანიას მომხმარებლისთვის საკუთარი სტატუსისა და მომსახურების შესახებ კანონით გათვალისწინებული სრული და გასაგები ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა, საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა 1 თვის ვადაში.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს.
სერვისი Yandex.Go საქართველოში 2016 წელს ამოქმედდა და ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული გახდა, რაც, ნაწილობრივ, მგზავრობის შედარებით დაბალი ტარიფით არის განპირობებული.