https://sputnik-georgia.com/20261030/gardabansi-brakonierobis-faqti-gamoavlines-301452676.html
გარდაბანში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს
გარდაბანში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. 30.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-30T20:21+0400
2026-10-30T20:21+0400
2026-10-30T20:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართლი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
ცხოველთა დაცვა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0e/298102784_0:463:1200:1138_1920x0_80_0_0_b1f1ec0d4e93447e9ba4acc0bda46fca.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, მოქალაქე სოფელ თაზაქენდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე ელექტროიარაღით უკანონოდ იჭერდა თევზს. ბრაკონიერს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 26 კილოგრამზე მეტი თევზი.ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.2026 წლის 9 თვეში მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონო თევზჭერის 52 ფაქტია გამოვლენილი.ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია. გამკაცრებული კონტროლის პარალელურად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები.საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
საქართველო
ქართლი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/04/0e/298102784_0:350:1200:1250_1920x0_80_0_0_91164a27f69bb4c57a41d390304eb396.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქართლი , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ცხოველთა დაცვა
ახალი ამბები, საქართველო, ქართლი , გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ცხოველთა დაცვა
გარდაბანში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მოქალაქე სოფელ თაზაქენდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე ელექტროიარაღით უკანონოდ იჭერდა თევზს. ბრაკონიერს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 26 კილოგრამზე მეტი თევზი.
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
2026 წლის 9 თვეში მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონო თევზჭერის 52 ფაქტია გამოვლენილი.
ბოლო წლებში უკანონო თევზჭერის მიმართულებით ფაქტების გამოვლენის გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება, რაც გაძლიერებული კონტროლის შესაძლებლობის შედეგია. გამკაცრებული კონტროლის პარალელურად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.