https://sputnik-georgia.com/20261030/azerbaijanis-premieris-viziti-saqartvelosi-pirveli-sedegebi-301448098.html
აზერბაიჯანის პრემიერის ვიზიტი საქართველოში - პირველი შედეგები
აზერბაიჯანის პრემიერის ვიზიტი საქართველოში - პირველი შედეგები
Sputnik საქართველო
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ეწვია 30.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-30T13:32+0400
2026-10-30T13:32+0400
2026-10-30T13:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კავკასია
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141582_0:80:3068:1806_1920x0_80_0_0_96305f814b8e99c095f42e096a976de2.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში მიმდინარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით; შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებულია ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკვანძო საკითხებზე.აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოში ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ჩამოვიდა. მან უკვე გამართა პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.პრემიერის თქმით, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს პარტნიორობა შუა დერეფნის ფარგლებში.„ჩვენი საერთო მიზანია აღნიშნული მარშრუტის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდა“, - აღნიშნა მან.მისი თქმით, საქართველო თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას ენერგეტიკის სექტორში.საქართველო და აზერბაიჯანისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141582_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_bf6bdabb692dd3562ac1e99f470f8e49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კავკასია, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კავკასია, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
აზერბაიჯანის პრემიერის ვიზიტი საქართველოში - პირველი შედეგები
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ეწვია
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში მიმდინარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით; შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებულია ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკვანძო საკითხებზე.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოში ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს ჩამოვიდა. მან უკვე გამართა პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა ეკონომიკური კავშირების მუდმივ გაღრმავებაზე მიუთითებს. საქართველოს მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება, მათ შორის ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის კიდევ უფრო მეტად წახალისება“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს პარტნიორობა შუა დერეფნის ფარგლებში.
„ჩვენი საერთო მიზანია აღნიშნული მარშრუტის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდა“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, საქართველო თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას ენერგეტიკის სექტორში.
საქართველო და აზერბაიჯანი
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს.
ბაქო და თბილისი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში.
კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.