1 ნოემბრიდან ჭოველიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის კვეთაზე მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2026
გამოწერა
შეზღუდვის პერიოდში, ჭოველიძის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც შეიცვლება
თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის კვეთაზე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით სრულად შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი.
უწყების ცნობით, ჭოველიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის კვეთაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება, რის გამოც 1-ელი ნოემბრის 00:00-დან 2 ნოემბრის 00:00 საათამდე ჭოველიძის ქუჩის ასახვევში ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.
დროის აღნიშნულ პერიოდში მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ავტომობილები ჭოველიძის ქუჩის შემოვლას შეძლებენ კოსტავას და ზანდუკელის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან მომავალი ავტომობილები კი შემოვლას შეძლებენ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით, მელიქიშვილის გამზირის, ჯანაშიას და ბარნოვის ქუჩების საშუალებით.
შეზღუდვის პერიოდში, ჭოველიძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეეცვლება N378 ავტობუსის და მიკროავტობუსის N408, N420 მარშრუტებს.
კერძოდ, N378 ავტობუსი სადგურის მოედნიდან რჩეულიშვილი-ჯაფარიძის ქუჩებისკენ გადაადგილებისას ვარაზისხევიდან მოძრაობას გააგრძელებს კეკელიძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჯანაშვილის ქუჩით დაუკავშირდება ბარნოვის ქუჩას და იმოძრავებს ჭოველიძის ქუჩისკენ, შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.
მიკროავტობუსის N408 და N420 მარშრუტები ბარნოვის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ჩამოსვლის შემდეგ (მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორია), მოძრაობას აღარ გააგრძელებენ კოსტავას ქუჩისკენ. ხოლო უკუმიმართულებისას მიხეილ ზანდუკელის ქუჩით გადაადგილდებიან ბარნოვის ქუჩისკენ, შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
ყველა ახალი ამბავი
0