https://sputnik-georgia.com/20261029/yavelasvili-espanets-matareblebis-sejaxebis-sedegad-gamowveuli-msxverplis-gamo-usamzimrebs-301427345.html
ყაველაშვილი ესპანეთს მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო უსამძიმრებს
ყაველაშვილი ესპანეთს მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო უსამძიმრებს
Sputnik საქართველო
ოთხშაბათს დილით, მადრიდის სამხრეთით, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა. 29.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-29T09:35+0400
2026-10-29T09:35+0400
2026-10-29T09:35+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
ესპანეთი
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300732570_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_f0c093fd89350f4ebc8e538b58bccb45.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მწუხარებას გამოთქვა ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო.მიხეილ ყაველაშვილი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.ოთხშაბათს დილით, მადრიდის სამხრეთით, ორი სწრაფმავალი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა.კასტილია-ლა მანჩას საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უბედური შემთხვევა ტოლედოს პროვინციაში, ქალაქ ურდასთან, ადგილობრივი დროით დილის 9 საათამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. დაღუპულთა რაოდენობით ამ ინციდენტმა უკვე გადააჭარბა 18 იანვარს ადამუსში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 46 ადამიანი ემსხვერპლა.მაშველების ცნობით, კომპანია Renfe-ს მატარებელი უკნიდან შეეჯახა Iryo-ს გაჩერებულ შემადგენლობას. ორივე მატარებელი მადრიდი-სევილიას მარშრუტით გადაადგილდებოდა. ავარიის მომენტში მატარებლებში სულ მცირე 500 მგზავრი იმყოფებოდა.
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/16/300732570_0:0:1902:1426_1920x0_80_0_0_6e69a58d90a4aa5fc9a9ae3a00f589e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ესპანეთი , საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, ესპანეთი , საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ყაველაშვილი ესპანეთს მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო უსამძიმრებს
ოთხშაბათს დილით, მადრიდის სამხრეთით, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მწუხარებას გამოთქვა ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო.
მიხეილ ყაველაშვილი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე წუთებში ჩვენი თანადგომა ესპანელ ხალხს“, - წერს პრეზიდენტი.
ოთხშაბათს დილით, მადრიდის სამხრეთით, ორი სწრაფმავალი მატარებლის შეჯახების შედეგად სულ მცირე 68 ადამიანი დაიღუპა.
კასტილია-ლა მანჩას საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უბედური შემთხვევა ტოლედოს პროვინციაში, ქალაქ ურდასთან, ადგილობრივი დროით დილის 9 საათამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. დაღუპულთა რაოდენობით ამ ინციდენტმა უკვე გადააჭარბა 18 იანვარს ადამუსში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 46 ადამიანი ემსხვერპლა.
მაშველების ცნობით, კომპანია Renfe-ს მატარებელი უკნიდან შეეჯახა Iryo-ს გაჩერებულ შემადგენლობას. ორივე მატარებელი მადრიდი-სევილიას მარშრუტით გადაადგილდებოდა.
ავარიის მომენტში მატარებლებში სულ მცირე 500 მგზავრი იმყოფებოდა.