წინდებსა და ფეხსაცმელში ნახევარი მილიონის ოქრო უპოვეს: სადახლოზე კონტრაბანდა აღკვეთეს

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკშიოქროს ზოდები
ოქროს ზოდები - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2026
გამოწერა
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს საქართველოს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა, ფეხსაცმელებსა და წინდებში დამალული 1.707 გრამი ოქროს სხვადასხვა ზომის სხმულები საქართველოს ტერიტორიაზე შემოეტანა.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 576.585 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის და გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0