უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

© press-service of the Ministry of Finance of Georgiaუაქციზო სიგარეტი
უაქციზო სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2026
გამოწერა
უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება 37.856 ლარია.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან 6 ათასზე მეტი კოლოფი, ხოლო ავტომობილიდან 600 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტია ამოღებული, რომლის საბაზრო ღირებულება თითქმის 40 ათას ლარს აღწევს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 200-ე მუხლით, რაც 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0