რატომ სჯერათ საქართველოში ადამიანებს დღემდე მკითხაობისა და წინასწარმეტყველებების?

გამოწერა
ტაროს გაშლა, მკითხაობა ყავის ნალექზე თუ ხელის გულზე საქართველოში ყოველდღიური კულტურის ნაწილია და კვლავაც პოპულარულია ქვეყანაში. ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად, ბევრი ადამიანი კვლავ მიმართავს მკითხავებს ცხოვრებისეულ კითხვებზე პასუხების მისაღებად.
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების“ კვლევის თანახმად, ქვეყანაში ყოველი მეხუთე რესპონდენტი თვლის, რომ ზოგიერთ მკითხავს მომავლის განჭვრეტის უნარი აქვს. ადამიანები მკითხავებს მიმართავენ სიყვარულის, ოჯახის, კარიერისა და ფინანსური კეთილდღეობის თემებზე.

ექსპერტების აზრით, ეს ინტერესი, გარკვეულწილად, გაურკვევლობის პერიოდში
მხარდაჭერის პოვნის სურვილითაა განპირობებული. ამასთან მკითხაობა დიდი ხანია გასცდა პირისპირ შეხვედრების ფარგლებს — დღეს ასეთი მომსახურება
ონლაინ სივრცეშიცაა ხელმისაწვდომი.
ყველა ახალი ამბავი
0