https://sputnik-georgia.com/20261029/qartuli-rvino-nio-iorksi-ramdenime-ronisziebaze-waradgines-301437328.html
ქართული ღვინო ნიუ-იორკში რამდენიმე ღონისძიებაზე წარადგინეს
ქართული ღვინო ნიუ-იორკში რამდენიმე ღონისძიებაზე წარადგინეს
Sputnik საქართველო
ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს... 29.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-29T17:33+0400
2026-10-29T17:33+0400
2026-10-29T17:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
ღვინის ეროვნული სააგენტო
ქართული ღვინო
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260032829_0:271:1400:1059_1920x0_80_0_0_236038a8bcc940b5624ba279d211815a.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ნიუ-იორკში ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე Karakterre ქართული ღვინის 13 მწარმოებლის 26 სახეობის ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.აშშ-ში გამართულ ღვინის ფესტივალზე ქართული ღვინო 13-მა მწარმოებელმა წარადგინა.წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით შედგა.Karakterre მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინის ფესტივალია, რომელიც ორგანული, ბიოდინამიკური და ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს და ყოველწლიურად ნიუ-იორკსა და ავსტრიის ისტორიულ ადგილებში იმართება.ღვინის მწარმოებლები წელს, ფესტივალში, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებთან ერთად, ქართული ღვინოებიც დაეგემოვნებინა, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის ზრდისთვის.ფესტივალის ფარგლებში, ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის მასტერკლასიც გაიმართა.გამოცემა Wine Spectator-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ნიუ-იორკში, ასევე, ქართული ღვინის დეგუსტაცია - FeastGala NY გაიმართა.ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, Colangelo & Partners აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან უძღვება. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.ქართული ღვინო ასევე, წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე. მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას.მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში დაახლოებით 750 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1e/260032829_0:35:1400:1085_1920x0_80_0_0_5cd49f09786206674390c44b6c55f1ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინო, აშშ
ქართული ღვინო ნიუ-იორკში რამდენიმე ღონისძიებაზე წარადგინეს
ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ნიუ-იორკში ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე Karakterre ქართული ღვინის 13 მწარმოებლის 26 სახეობის ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
აშშ-ში გამართულ ღვინის ფესტივალზე ქართული ღვინო 13-მა მწარმოებელმა წარადგინა.
წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით შედგა.
Karakterre მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ღვინის ფესტივალია, რომელიც ორგანული, ბიოდინამიკური და ბუნებრივი ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან აერთიანებს და ყოველწლიურად ნიუ-იორკსა და ავსტრიის ისტორიულ ადგილებში იმართება.
ღვინის მწარმოებლები წელს, ფესტივალში, მსოფლიოს 15 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. ათასობით სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, სხვადასხვა ქვეყნის ღვინოებთან ერთად, ქართული ღვინოებიც დაეგემოვნებინა, რაც უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის ზრდისთვის.
ფესტივალის ფარგლებში, ღვინის კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის მასტერკლასიც გაიმართა.
გამოცემა Wine Spectator-თან თანამშრომლობის ფარგლებში, ნიუ-იორკში, ასევე, ქართული ღვინის დეგუსტაცია - FeastGala NY გაიმართა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, Colangelo & Partners აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან უძღვება. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში იმართება დეგუსტაცია-სემინარები ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
ქართული ღვინო ასევე, წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე. მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ამერიკულ ბაზარზე ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში დაახლოებით 750 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება.