https://sputnik-georgia.com/20261029/premier-ministri-saqartvelosi-ass-is-elcis-movaleobis-semsrulebels-sexvda-301438769.html
პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
Sputnik საქართველო
ირაკლი კობახიძემ კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. 29.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-29T19:16+0400
2026-10-29T19:16+0400
2026-10-29T19:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300981375_0:75:1440:885_1920x0_80_0_0_98af624390d614d749bb0a2f9148103a.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს.პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.კორტნი ოსტრიანი ამერიკელი დიპლომატია, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის თითქმის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. 2023 წლის აგვისტოდან მას ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ერთ-ერთი ოფისის დირექტორის თანამდებობა უკავია. 2020-2023 წლებში ოსტრიანი ვენაში, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო.საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას კორტნი ოსტრიანი სექტემბრის დასაწყისიდან ასრულებს. მანამდე ელჩის მოვალეობას ემი დიაზი ასრულებდა.საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობა ვაკანტურია 2025 წლის 5 ივლისიდან, როდესაც აშშ-ის მოქმედმა ელჩმა რობინ დანიგანმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე მისია დაასრულა. დიპლომატის თქმით, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება პირადი იყო და არ უკავშირდებოდა გაწვევის მოთხოვნას.საქართველო და აშშსაქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/05/300981375_80:0:1360:960_1920x0_80_0_0_64f691e273ed23633d8634dc17c594d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრო.
კორტნი ოსტრიანი ამერიკელი დიპლომატია, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის თითქმის 30-წლიანი გამოცდილება აქვს. 2023 წლის აგვისტოდან მას ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ერთ-ერთი ოფისის დირექტორის თანამდებობა უკავია. 2020-2023 წლებში ოსტრიანი ვენაში, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე და საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო.
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობას კორტნი ოსტრიანი სექტემბრის დასაწყისიდან ასრულებს. მანამდე ელჩის მოვალეობას ემი დიაზი ასრულებდა.
საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობა ვაკანტურია 2025 წლის 5 ივლისიდან, როდესაც აშშ-ის მოქმედმა ელჩმა რობინ დანიგანმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე მისია დაასრულა. დიპლომატის თქმით, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება პირადი იყო და არ უკავშირდებოდა გაწვევის მოთხოვნას.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.