https://sputnik-georgia.com/20261029/nu-velodebit-gadatvirtvas-saqarisvils-evrokomisiastan-urtiertobebis-gawyveta-surs-301439052.html
ნუ ველოდებით „გადატვირთვას“: შაქარიშვილს ევროკომისიასთან ურთიერთობების გაწყვეტა სურს
ნუ ველოდებით „გადატვირთვას“: შაქარიშვილს ევროკომისიასთან ურთიერთობების გაწყვეტა სურს
Sputnik საქართველო
საფრთხის შემცველია ხელისუფლების ილუზია, თითქოს ბრიუსელთან ურთიერთობების შენარჩუნებით ან „გადატვირთვის“ ლოდინით რაიმე შეიცვლება, განაცხადა შაქარიშვილმა 29.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-29T19:51+0400
2026-10-29T19:51+0400
2026-10-29T19:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
ევროკომისია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საფრანგეთი
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/12/278685652_52:128:1106:721_1920x0_80_0_0_38b3c9bc8dc3079fa443c32c27da9dc2.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ უნდა გაწყვიტოს ურთიერთობები ევროკომისიასთან და აღარ დაელოდოს ბრიუსელთან ურთიერთობების ნორმალიზებას, განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.ასე გამოეხმაურა ის უცხოურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლებიც ეხება ევროკომისიის მიერ საფრანგეთსა და იტალიაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსებას. შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია ხელს უწყობს დესტაბილიზაციასა და ძალადობას — მათ შორის, თავად ევროკავშირის ფარგლებშიც.მან ასევე გააკრიტიკა ევროკომისიის გეგმები 38 მილიონ ევროს გამოყოფის შესახებ, თითქოსდა საქართველოში ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. პოლიტიკოსის თქმით, ეს თანხები შეიძლება მოხმარდეს აგენტურული ქსელის − პარტიების, ენჯეოებისა და მათივე მედიასაშუალებების პირდაპირი დაფინანსებისთვის.პოლიტიკოსი გამოვიდა ევროპული სტრუქტურების იმ მოთხოვნების წინააღმდეგ, რომლებიც ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონმდებლობას.შაქარიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არამხოლოდ უარი უნდა თქვას ევრობიუროკრატიის რეკომენდაციების შესრულებაზე, არამედ საერთოდ უნდა გაწყვიტონ ურთიერთობა ევროკომისიასთან.„ევროპული ინტეგრაციის მავნე დოგმისგან საბოლოოდ გათავისუფლება და ქვეყნის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა ერთადერთი რეალისტური გზაა საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა შაქარაშვილმა.საქართველო და ევროკავშირისაქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროინტეგრაცია.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
საფრანგეთი
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/12/278685652_51:0:1188:853_1920x0_80_0_0_58246aa7617c3a2899ec369577561ce6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საფრანგეთი , იტალია
ახალი ამბები, საქართველო, ევროკომისია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საფრანგეთი , იტალია
ნუ ველოდებით „გადატვირთვას“: შაქარიშვილს ევროკომისიასთან ურთიერთობების გაწყვეტა სურს
საფრთხის შემცველია ხელისუფლების ილუზია, თითქოს ბრიუსელთან ურთიერთობების შენარჩუნებით ან „გადატვირთვის“ ლოდინით რაიმე შეიცვლება, განაცხადა შაქარიშვილმა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ უნდა გაწყვიტოს ურთიერთობები ევროკომისიასთან და აღარ დაელოდოს ბრიუსელთან ურთიერთობების ნორმალიზებას, განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.
ასე გამოეხმაურა ის უცხოურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლებიც ეხება ევროკომისიის მიერ საფრანგეთსა და იტალიაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსებას. შაქარიშვილის თქმით, აღნიშნული ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია ხელს უწყობს დესტაბილიზაციასა და ძალადობას — მათ შორის, თავად ევროკავშირის ფარგლებშიც.
„მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია ხელისუფლების ილუზია, თითქოს ბრიუსელთან ურთიერთობების შენარჩუნებით ან „გადატვირთვის“ ლოდინით რაიმე შეიცვლება. მაშინ, როდესაც ევროკომისია, ევროპის კონტინენტის ეკონომიკურ, ღირებულებით თუ ფიზიკურ ნგრევას აწერს ხელს, დაუშვებელია საქართველომ აღნიშნულ ინსტიტუტთან კავშირები განაგრძოს“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
მან ასევე გააკრიტიკა ევროკომისიის გეგმები 38 მილიონ ევროს გამოყოფის შესახებ, თითქოსდა საქართველოში ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. პოლიტიკოსის თქმით, ეს თანხები შეიძლება მოხმარდეს აგენტურული ქსელის − პარტიების, ენჯეოებისა და მათივე მედიასაშუალებების პირდაპირი დაფინანსებისთვის.
„ეს ჩვენი ქვეყნისთვის ნაცნობი სცენარია: საზოგადოებამ იხილა ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული პარტიების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებიდან, საგამოძიებო უწყებების მიერ ამოღებული პიროტექნიკა, „მოლოტოვის კოქტეილები“ და სხვა სპეციალური საშუალებები, რომლებიც სხვადასხვა დროს გამართულ ე.წ. საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი ქმედებებისთვის იყო განკუთვნილი“, - განაცხადა მან.
პოლიტიკოსი გამოვიდა ევროპული სტრუქტურების იმ მოთხოვნების წინააღმდეგ, რომლებიც ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, არასრულწლოვანთა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონმდებლობას.
შაქარიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არამხოლოდ უარი უნდა თქვას ევრობიუროკრატიის რეკომენდაციების შესრულებაზე, არამედ საერთოდ უნდა გაწყვიტონ ურთიერთობა ევროკომისიასთან.
„ევროპული ინტეგრაციის მავნე დოგმისგან საბოლოოდ გათავისუფლება და ქვეყნის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა ერთადერთი რეალისტური გზაა საქართველოს მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა შაქარაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროინტეგრაცია.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.