მიტინგების დაფინანსება ევროპაში: „ოცნებაში“ ქართულ პროტესტებთან პარალელები გაავლეს

© photo: Sputnik / Stringerპროტესტები თბილისში 2024 წლის ნოემბერში
პროტესტები თბილისში  2024 წლის ნოემბერში - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2026
გამოწერა
ესპანური გამოცემა საფრანგეთსა და იტალიაში გამართულ საპროტესტო აქციებს არასამთავრობო ორგანიზაციებს უკავშირებს
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ევროკომისიის მიერ იმ ორგანიზაციების შესაძლო დაფინანსებამ, რომლებიც საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციებთან არიან კავშირში, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოსა და ევროპულ ბიუროკრატიას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა ესპანური გამოცემა La Gaceta-ს სტატიას, რომლის ავტორები ამტკიცებენ, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საპროტესტო აქციებში ჩართულმა ხუთმა ორგანიზაციამ დაფინანსებას ბრიუსელიდან იღებდა.
„ალბათ, არაფერი სენსაციური ამაში არ არის იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენც გვიწვნევია, გამოგვიცდია საკუთარ თავზე მსგავსი სქემებით სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი პროცესის წახალისება საქართველოში“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
მისი განცხადებით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი მოქმედ ევრობიუროკრატიასთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებს.
„ისინი ძალიან უხეში მეთოდებით ცდილობენ პირდაპირ ჩაერიონ სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში და არად დაგიდევენ თუნდაც იმას, რომ ასეთი ანტიკონსტიტუციური, არასამართლებრივი და არაკანონიერი მეთოდების გამოყენებით შეეცადონ იმას, რომ მათთვის სასურველი პოლიტიკური დაჯგუფებები მოიყვანონ ქვეყნის მართვის სადავეებთან“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ზაზა კახიანის თქმით, საქართველოში განვითარებული პროცესები ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული, ხოლო სხვა ქვეყნებში დღეს ანალოგიური პროცესები ვითარდება.
მისივე შეფასებით, საპროტესტო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების შესახებ ცნობები იმას ადასტურებს, რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა.
„მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ის პროცესები, რომელიც საქართველოში იყო, ეს იყო ქვეყნის გარედან დაფინანსებული პროცესები. დღეს იგივე პროცესები, მსგავსი პროცესები, ასევე რომელიც ფინანსდება როგორც ჩანს, ამ ქვეყნების გარედან, ვითარდება ამ ქვეყნებში. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ის კანონები, რომელიც თავის დროზე ჩვენ მივიღეთ, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“, - აღნიშნა კახიანმა.
რა არის ცნობილი ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ?
როგორც La Gaceta წერს, საუბარია საფრანგეთსა და იტალიაში მოქმედ ხუთ ორგანიზაციაზე, მათ შორის: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH), მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ (OMCT), ადამიანის უფლებათა ლიგა (LDH) და ასოციაცია ARCI.
გამოცემის თანახმად, FIDH-მა ევროკომისიასთან გააფორმა თანამშრომლობის შეთანხმება პროგრამის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 5,56 მილიონი ევროა. 2024 წელს OMCT-ის ჟენევის ფილიალმა ევროკომისიისგან 1,9 მილიონ შვეიცარიულ ფრანკზე მეტი მიიღო. LDH და ARCI ასევე მონაწილეობდნენ ევროპულ პროექტში, სახელწოდებით „Net4Defenders“, რომლის დაფინანსების საერთო ბიუჯეტი 603.000 ევროს შეადგენდა.
გამოცემა ამ ორგანიზაციებს საფრანგეთსა და იტალიაში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს უკავშირებს. თუმცა, წარმოდგენილი ფინანსური მონაცემები არ ადასტურებს, რომ ევროკავშირის სახსრები უშუალოდ არეულობების ორგანიზებისთვის იქნა გამოყენებული.
ყველა ახალი ამბავი
0