https://sputnik-georgia.com/20261029/kalaze-momaval-wels-rustavelis-gamzirze-arsebuli-senobebis-ganaxleba-igegmeba-301432996.html
კალაძე: მომავალ წელს რუსთაველის გამზირზე არსებული შენობების განახლება იგეგმება
კალაძე: მომავალ წელს რუსთაველის გამზირზე არსებული შენობების განახლება იგეგმება
Sputnik საქართველო
მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამზირზე საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 29.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-29T14:46+0400
2026-10-29T14:46+0400
2026-10-29T14:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_338:0:1190:479_1920x0_80_0_0_ea24390d02db27163363adfcbd902210.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებული იქნება, მომდევნო ეტაპზე კი შენობა-ნაგებობების სრული განახლება დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი.როგორც კახა კალაძემ განაცხადა, გამზირზე არსებული შენობების სრული რეაბილიტაცია-განახლება მომავალი წლიდან არის დაგეგმილი. მისი თქმით, ამ ეტაპზე ადგილზე საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და, დაპირებისამებრ, გზის საფარის, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და ტროტუარების მოწესრიგება ნოემბრის ბოლოს დასრულდება.კალაძის ინფორმაციით, ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა უკვე გახსნილია. ამჟამად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა, რათა ასფალტის ბოლო ფენა მთლიან გამზირზე ერთიანად დაიგოს.რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით.პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277319985_520:0:1159:479_1920x0_80_0_0_5b26c5987148533ec7aff3123caa90e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში
კალაძე: მომავალ წელს რუსთაველის გამზირზე არსებული შენობების განახლება იგეგმება
მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამზირზე საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. ნოემბრის ბოლოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებული იქნება, მომდევნო ეტაპზე კი შენობა-ნაგებობების სრული განახლება დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. სამუშაოების მთელი პერიოდის განმავლობაში თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, გამზირზე არსებული შენობების სრული რეაბილიტაცია-განახლება მომავალი წლიდან არის დაგეგმილი. მისი თქმით, ამ ეტაპზე ადგილზე საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და, დაპირებისამებრ, გზის საფარის, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და ტროტუარების მოწესრიგება ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
„მასშტაბური სამუშაოებია, გარკვეული პრობლემები შეიქმნა აღნიშნული რეაბილიტაციის დროს გადაადგილების თვალსაზრისით. გვესმის, რამდენად რთულია. ამ მასშტაბის სამუშაოების ჩატარება გარკვეული შეზღუდვების და დისკომფორტის გარეშე წარმოუდგენელია. ბოდიში დედაქალაქის მოსახლეობას. გარწმუნებთ, როდესაც პროექტი დასრულდება, გამზირი იქნება ერთ-ერთი ულამაზესი, ყველანაირად მოწესრიგებული, განახლებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კალაძის ინფორმაციით, ჭოველიძის ქუჩიდან ელბაქიძის აღმართზე მოძრაობა უკვე გახსნილია. ამჟამად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევა, რათა ასფალტის ბოლო ფენა მთლიან გამზირზე ერთიანად დაიგოს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
ამასთან, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი, სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები თავისი ლედ-სისტემებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.
ასევე მოეწყობა მიწის ზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.