https://sputnik-georgia.com/20261028/zodelavas-beridzes-chxvirkias-jvanias-saproceso-shetanxmeba-gaupormdat-301403318.html
ზოდელავას, ბერიძეს და კიდევ 2 პირს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
ზოდელავას, ბერიძეს და კიდევ 2 პირს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურა დათანხმდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ბრალის აღიარების სანაცვლოდ. 28.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-28T13:25+0400
2026-10-28T13:25+0400
2026-10-28T13:25+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ 4 პირს - მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა. მისი გადაწყვეტილებით, ოთხივე მათგანი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. დღევანდელ სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა.საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.მსჯავრდებულები ირაკლი ბერიძე და მურთაზ ზოდელავა პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკია 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს.თბილისის საქალაქო სასამართლომ ზოდელავა და ბერიძე დამნაშავედ ცნო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში, აგრეთვე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში. გარდა ამისა, ზოდელავა დამნაშავედ იქნა ცნობილი ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებებში. 2026 წლის მაისში მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ — სასჯელის ვადის ათვლა მათი დაკავების მომენტიდან, 2025 წლის 5 ოქტომბრიდან დაიწყო.გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას კი 5-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. ჩხვირკიას ბრალად ედებოდა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად - ჟვანიას კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.2026 წლის თებერვალში, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრებდა მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, „რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას”. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 20-ზე მეტ პირს გაუფორმდებოდა.ბოლო ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით დაახლოებით 40 პირი გათავისუფლდა.თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 64 პირი, მათ შორის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ზოდელავას, ბერიძეს და კიდევ 2 პირს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
საქართველოს პროკურატურა დათანხმდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ბრალის აღიარების სანაცვლოდ.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ 4 პირს - მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა. მისი გადაწყვეტილებით, ოთხივე მათგანი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. დღევანდელ სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.
მსჯავრდებულები ირაკლი ბერიძე და მურთაზ ზოდელავა პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკია 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზოდელავა და ბერიძე დამნაშავედ ცნო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაში, აგრეთვე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში. გარდა ამისა, ზოდელავა დამნაშავედ იქნა ცნობილი ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებებში. 2026 წლის მაისში მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ — სასჯელის ვადის ათვლა მათი დაკავების მომენტიდან, 2025 წლის 5 ოქტომბრიდან დაიწყო.
გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას კი 5-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. ჩხვირკიას ბრალად ედებოდა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად - ჟვანიას კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
2026 წლის თებერვალში, საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრებდა მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, „რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას”. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 20-ზე მეტ პირს გაუფორმდებოდა.
ბოლო ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით დაახლოებით 40 პირი გათავისუფლდა.
თბილისში პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 64 პირი, მათ შორის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.