https://sputnik-georgia.com/20261028/songulashvili-somxetshi-viziti-imkopeba-301392011.html
სონღულაშვილმა სომეხ კოლეგასთან გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
სონღულაშვილმა სომეხ კოლეგასთან გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
Sputnik საქართველო
სონღულაშვილისა და მატევოსიანის შეხვედრა ერევანში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (CBD COP17) ფარგლებში შედგა. 28.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-28T11:00+0400
2026-10-28T11:00+0400
2026-10-28T11:00+0400
საქართველო
სომხეთი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/0d/301128664_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3ba956d24dac9a82a7cb86fb8f927197.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. დავით სონღულაშვილმა ერევანში თავის სომეხ კოლეგასთან, გარემოს დაცვის მინისტრ ჰამბარძუმ მატევოსიანთან შეხვედრაზე გარემოსდაცვითი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სონღულაშვილისა და მატევოსიანის შეხვედრა ერევანში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (CBD COP17) ფარგლებში შედგა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის გარემოსდაცვითი თანამშრომლობის პრიორიტეტები, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტრანსსასაზღვრო წყლების მონიტორინგის და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით რეგიონული გეოპარკების ერთობლივი სისტემის შექმნის ინიციატივაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით რეგიონული გეოპარკების ერთობლივი სისტემის შექმნის ინიციატივას, რომლის განხორციელებაზეც საქართველო გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და შესაბამის პარტნიორებთან ერთად მუშაობს.ამასთან, ააღინიშნა 2025 წლის დეკემბერში საქართველოსა და სომხეთის გარემოსდაცვითი მონიტორინგის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც ხრამი-დებედას ტრანსსასაზღვრო მდინარის აუზს ეხება. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ მემორანდუმის ეფექტიან განხორციელებას და გააძლიერონ თანამშრომლობა წყლის რესურსების მონიტორინგისა და ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კლიმატის ცვლილების საკითხები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე. ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) მინისტერიალის მაღალი დონის სეგმენტი ერევანში 27-28 ოქტომბერს იმართება და სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/0a/0d/301128664_99:0:2048:1462_1920x0_80_0_0_1a2e7db5ea74bad4eac1e8fa281bc8d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
სონღულაშვილმა სომეხ კოლეგასთან გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა
სონღულაშვილისა და მატევოსიანის შეხვედრა ერევანში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (CBD COP17) ფარგლებში შედგა.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. დავით სონღულაშვილმა ერევანში თავის სომეხ კოლეგასთან, გარემოს დაცვის მინისტრ ჰამბარძუმ მატევოსიანთან შეხვედრაზე გარემოსდაცვითი თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სონღულაშვილისა და მატევოსიანის შეხვედრა ერევანში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (CBD COP17) ფარგლებში შედგა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის გარემოსდაცვითი თანამშრომლობის პრიორიტეტები, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტრანსსასაზღვრო წყლების მონიტორინგის და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხები განიხილეს.
„საქართველოსა და სომხეთს შორის ისტორიული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მყარ საფუძველს ქმნის გარემოსდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ჩვენს ქვეყნებს საერთო გამოწვევები აქვთ ბიომრავალფეროვნების დაცვის, წყლის რესურსების მართვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის მიმართულებით“, – განაცხადა სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით რეგიონული გეოპარკების ერთობლივი სისტემის შექმნის ინიციატივაზე,
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით რეგიონული გეოპარკების ერთობლივი სისტემის შექმნის ინიციატივას, რომლის განხორციელებაზეც საქართველო გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და შესაბამის პარტნიორებთან ერთად მუშაობს.
ამასთან, ააღინიშნა 2025 წლის დეკემბერში საქართველოსა და სომხეთის გარემოსდაცვითი მონიტორინგის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა, რომელიც ხრამი-დებედას ტრანსსასაზღვრო მდინარის აუზს ეხება. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ხელი შეუწყონ მემორანდუმის ეფექტიან განხორციელებას და გააძლიერონ თანამშრომლობა წყლის რესურსების მონიტორინგისა და ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კლიმატის ცვლილების საკითხები და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე.
ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრის (CBD COP17) მინისტერიალის მაღალი დონის სეგმენტი ერევანში 27-28 ოქტომბერს იმართება და სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს.