სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ბაღდათში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსუფრა
სუფრა - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2026
გამოწერა
სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა აწარმოონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად თბილისსა და იმერეთის რეგიონში დარღვევები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სააგენტოს ინსექტორებმა თბილისში, ვაჟა- ფშაველას N6-ში მდებარე რესტორან "არქეი რესთორანთში" სახელმწიფო კონტროლი სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე ჩაატარეს.
„რესტორანში განმეორებით დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5 ათასი ლარით და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათში, სოფელ დიდველა 1- ლი ქ. N150-ში მდებარე საწარმოში ინდმეწარმე ყველს აწარმოებდა არალეგალურად, რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე; იმერეთის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა დააფიქსირეს ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა და საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა აწარმოონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
ყველა ახალი ამბავი
0