https://sputnik-georgia.com/20261028/saqartveloshi-gazis-da-wklis-taripebi-diperencirebuli-iqneba-301425231.html
საქართველოში გაზისა და წყლის ტარიფები დიფერენცირებული იქნება
საქართველოში გაზისა და წყლის ტარიფები დიფერენცირებული იქნება
Sputnik საქართველო
დღეისთვის საქართველოში მსგავსი ტარიფი ელექტროენერგიაზე მოქმედებს. 28.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-28T21:41+0400
2026-10-28T21:41+0400
2026-10-28T21:41+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს ეკონომიკა
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_bc60da9e7efa3ef6250d4045ee4209f9.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, ბუნებრივი გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის შესაბამისად განსაზღვროს.მანამდე სემეკმა განაცხადა, რომ დეკემბერში გაზისა და წყლის ტარიფების გადახედვას გეგმავს.ცვლილებების თანახმად, მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, მოხმარების მოცულობის მიხედვით წყლის ტარიფები დააწესოს 2036 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო გაზის — 2038 წლის 1-ელ იანვრამდე.ამასთან, მოხმარების მოცულობაზე დამოკიდებული წყლის ტარიფები სამი წლით დაწესდება, ხოლო გაზის — ხუთი წლით.კანონპროექტის ავტორების თქმით, ტარიფების ასეთი გრადაცია დაიცავს მოქალაქეების სოციალურ ინტერესებს და შეინარჩუნებს კომუნალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.დღეისთვის საქართველოში მსგავსი ტარიფი ელექტროენერგიაზე მოქმედებს.ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_070c810b341c55515ea6bf001c9baac7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ეკონომიკა, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველოში გაზისა და წყლის ტარიფები დიფერენცირებული იქნება
დღეისთვის საქართველოში მსგავსი ტარიფი ელექტროენერგიაზე მოქმედებს.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლის თანახმად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, ბუნებრივი გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის შესაბამისად განსაზღვროს.
მანამდე სემეკმა განაცხადა, რომ დეკემბერში გაზისა და წყლის ტარიფების გადახედვას გეგმავს.
ცვლილებების თანახმად, მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, მოხმარების მოცულობის მიხედვით წყლის ტარიფები დააწესოს 2036 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო გაზის — 2038 წლის 1-ელ იანვრამდე.
ამასთან, მოხმარების მოცულობაზე დამოკიდებული წყლის ტარიფები სამი წლით დაწესდება, ხოლო გაზის — ხუთი წლით.
კანონპროექტის ავტორების თქმით, ტარიფების ასეთი გრადაცია დაიცავს მოქალაქეების სოციალურ ინტერესებს და შეინარჩუნებს კომუნალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.
„აღნიშნული ცვლილებების მიზანი, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვაა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, რომელიც ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
დღეისთვის საქართველოში მსგავსი ტარიფი ელექტროენერგიაზე მოქმედებს.
ცვლილებები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.