https://sputnik-georgia.com/20261028/saqartveloshi-gazi-zvirdeba-301407352.html
„ვინც მეტს ხარჯავს, მეტს იხდის“: საქართველოში გაზის ტარიფების სისტემა შეიცვლება
„ვინც მეტს ხარჯავს, მეტს იხდის“: საქართველოში გაზის ტარიფების სისტემა შეიცვლება
Sputnik საქართველო
წყლის დიფერენცირებული ტარიფები სამი წლით დაწესდება, ხოლო გაზის — ხუთი წლით. 28.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-28T19:24+0400
2026-10-28T19:24+0400
2026-10-28T19:24+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
სემეკი
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_0:88:2000:1213_1920x0_80_0_0_45db07d86c6f210e99f89310a3e00446.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფები მისი მოხმარების მოცულობასთან იქნება დაკავშირებულიო: ისინი, ვინც მეტ რესურსს მოიხმარენ, უფრო მაღალი განაკვეთით გადაიხდიან, განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.საქართველოს პარლამენტმა კომუნალური მომსახურების საფასურის დიფერენცირებულ სისტემაზე გადასვლას დაუჭირა მხარი და კანონპროექტში „საქართველოს კანონში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე“ შესაბამისი ცვლილებები 79 ხმით მიიღო.მისი თქმით, ბუნებრივი აირის დიფერენცირებული გადახდის სისტემა ხელს შეუწყობს სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას.რაც შეეხება მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, დეპუტატის განცხადებით, არსებობს მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ასეთი ჯგუფებისთვის ტარიფების სუბსიდირებას ახორციელებს.დეპუტატის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფები დაახლოებით 7,5-ჯერ დაბალია, ვიდრე ევროპაში. როგორც ბერეკაშვილმა განმარტა, დიფერენცირებული მიდგომა გულისხმობს ტარიფის გაზრდას მოხმარების ზრდასთან ერთად, თუმცა დიფერენცირებული ტარიფების კონკრეტულ პარამეტრებს განსაზღვრავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).დეპუტატმა პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ორ მნიშვნელოვან მომენტს გაუსვა ხაზი. „პირველი არის საქართველოში ენერგიის დაზოგვის კულტურის ხელშეწყობა, მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანაში არსებული კულტურის მსგავსი. ეს ენერგეტიკული პოლიტიკის ნაწილია. სკოლაშივე მოქალაქეებს ასწავლიან ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობას. ეს საზოგადოებრივი კულტურის მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - აღნიშნა მან.მეორე მომენტად ბერეკაშვილმა დაასახელა ის, რომ ისინი, ვინც თავიანთი ფინანსური შესაძლებლობების წყალობით მეტს მოიხმარენ, ფაქტობრივად, ახდენენ შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების სუბსიდირებას. მისი შეფასებით, ამგვარად უზრუნველყოფილია სოციალური თანასწორობა. შესწორებების თანახმად, კომისიას მიეცემა უფლება, მოხმარების მოცულობის მიხედვით წყლის ტარიფები დააწესოს 2036 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო გაზის — 2038 წლის 1-ელ იანვრამდე. ამასთან, მოხმარების მოცულობაზე დამოკიდებული წყლის ტარიფები სამი წლით დაწესდება, ხოლო გაზის — ხუთი წლით. დღეის მდგომარეობით, მსგავსი სატარიფო სისტემა საქართველოში ელექტროენერგიაზე მოქმედებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/31/238293191_132:0:1868:1302_1920x0_80_0_0_01b6cc29875ec7066a2268b842268066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, სემეკი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, სემეკი, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
„ვინც მეტს ხარჯავს, მეტს იხდის“: საქართველოში გაზის ტარიფების სისტემა შეიცვლება
წყლის დიფერენცირებული ტარიფები სამი წლით დაწესდება, ხოლო გაზის — ხუთი წლით.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფები მისი მოხმარების მოცულობასთან იქნება დაკავშირებულიო: ისინი, ვინც მეტ რესურსს მოიხმარენ, უფრო მაღალი განაკვეთით გადაიხდიან, განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა კომუნალური მომსახურების საფასურის დიფერენცირებულ სისტემაზე გადასვლას დაუჭირა მხარი და კანონპროექტში „საქართველოს კანონში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე“ შესაბამისი ცვლილებები 79 ხმით მიიღო.
„აქამდე ბუნებრივ აირზე ერთიანი ტარიფი მოქმედებდა. მოხმარების მოცულობისა თუ შემოსავლის მიუხედავად, ყველა ერთნაირ ტარიფს იხდიდა. დიფერენცირებული მიდგომა ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტად ეცდება მომხმარებელი დაზოგვას, მით უფრო ნაკლებს გადაიხდის. შესაბამისად, ვისაც მეტი მოხმარება ექნება, მას, სავარაუდოდ, უფრო მაღალი ტარიფი ექნება“, — განაცხადა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, ბუნებრივი აირის დიფერენცირებული გადახდის სისტემა ხელს შეუწყობს სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას.
რაც შეეხება მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, დეპუტატის განცხადებით, არსებობს მთელი რიგი სახელმწიფო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ასეთი ჯგუფებისთვის ტარიფების სუბსიდირებას ახორციელებს.
დეპუტატის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში წყლისა და ბუნებრივი აირის ტარიფები დაახლოებით 7,5-ჯერ დაბალია, ვიდრე ევროპაში.
როგორც ბერეკაშვილმა განმარტა, დიფერენცირებული მიდგომა გულისხმობს ტარიფის გაზრდას მოხმარების ზრდასთან ერთად, თუმცა დიფერენცირებული ტარიფების კონკრეტულ პარამეტრებს განსაზღვრავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი).
დეპუტატმა პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ორ მნიშვნელოვან მომენტს გაუსვა ხაზი.
„პირველი არის საქართველოში ენერგიის დაზოგვის კულტურის ხელშეწყობა, მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანაში არსებული კულტურის მსგავსი. ეს ენერგეტიკული პოლიტიკის ნაწილია. სკოლაშივე მოქალაქეებს ასწავლიან ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობას. ეს საზოგადოებრივი კულტურის მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - აღნიშნა მან.
მეორე მომენტად ბერეკაშვილმა დაასახელა ის, რომ ისინი, ვინც თავიანთი ფინანსური შესაძლებლობების წყალობით მეტს მოიხმარენ, ფაქტობრივად, ახდენენ შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების სუბსიდირებას. მისი შეფასებით, ამგვარად უზრუნველყოფილია სოციალური თანასწორობა.
შესწორებების თანახმად, კომისიას მიეცემა უფლება, მოხმარების მოცულობის მიხედვით წყლის ტარიფები დააწესოს 2036 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო გაზის — 2038 წლის 1-ელ იანვრამდე.
ამასთან, მოხმარების მოცულობაზე დამოკიდებული წყლის ტარიფები სამი წლით დაწესდება, ხოლო გაზის — ხუთი წლით.
დღეის მდგომარეობით, მსგავსი სატარიფო სისტემა საქართველოში ელექტროენერგიაზე მოქმედებს.