სად ინახება საქართველოს ფოტო-, აუდიო- და ვიდეოისტორია

გამოწერა
საქართველოს ისტორიის საუკუნენახევარზე მეტი – ფოტოებზე, კინოფირებსა და აუდიოჩანაწერებში. უნიკალური მასალები ინახება საქართველოს ეროვნული არქივის კინო-, ფოტო- და ფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში.
მისი კოლექცია დაახლოებით 650 ათას ფოტომასალას შეიცავს, რომლებიც თარიღდება XIX საუკუნის შუა პერიოდით, ასევე დაახლოებით 40 ათასამდე კინოდოკუმენტს, რომელიც მოიცავს პერიოდს XX საუკუნის დასაწყისიდან. აქ ასევე შემონახულია ათასობით ისტორიული ხმის ჩანაწერი, რომელთა შორისაა ცნობილი მწერლების, მეცნიერების და საზოგადო მოღვაწეების ხმები.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კოლექცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „ოქროს ფონდია“. ის ინახავს რადიოგადაცემების, ტელევიზიის პროგრამების, კონცერტების და ისტორიული მოვლენების ჩანაწერებს.
ყველა ახალი ამბავი
0