https://sputnik-georgia.com/20261028/rikis-parkshi-sastumros-mshenebloba-meriam-uarko-301408868.html
რიყის პარკში 10-სართულიანი სასტუმრო აშენდება? მერია ინფორმაციას უარყოფს
რიყის პარკში 10-სართულიანი სასტუმრო აშენდება? მერია ინფორმაციას უარყოფს
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიამ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ე.წ.რიყის დოქების ტერიტორიაზე კომპანია „რიყე დომი" (Rike Dom) 10-სართულიანი... 28.10.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-10-28T17:00+0400
2026-10-28T17:00+0400
2026-10-28T17:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262331857_0:323:3067:2048_1920x0_80_0_0_00848652ed389671c885c59ab5a30ab2.jpg
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიამ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ე.წ.რიყის დოქების ტერიტორიაზე კომპანია „რიყე დომი" (Rike Dom) 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს, რაც კარდინალურად შეცვლის თბილისის იმ ნაწილის იერსახეს, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.უწყების ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში შესულია განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება. ამასთან, მერიაში უშუალოდ ტერიტორიის დაგეგმარების პროექტი არ შესულა. მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ პროექტზე გადაწყვეტილება საზოგადოებისგან ფარულად არ მიიღება და ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.თბილისის მერიამ რიყის ტერიტორიის განაშენიანების გეგმარების ნებართვის გაცემის პროცედურა დაიწყო. დოკუმენტის თანახმად, ინვესტორი რიყეზე არსებული მიწის ნაკვეთისთვის ზონირების შეცვლას — სარეკრეაციო ზონიდან საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გადაკეთებას ითხოვს. თბილისის ცენტრში მდებარე „რიყის დოქების" დემონტაჟი 2026 წლის ზაფხულში დაიწყო - უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით აშენდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში. თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა.სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „დოქების" გაყიდვა რამდენჯერმე სცადა - უქციონზე ობიექტის გაყიდვის ექვსი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2022 წელს იგი 10,02 მლნ ლარად გაიყიდა. ქონების მფლობელი გახდა კომპანია Global Victory Trust, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული.2022 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დავით ხიდაშელი ობიექტის 50%-ის გაყიდვას გეგმავდა. საბოლოოდ, 2025 წლის მაისში ბიზნესმენმა ობიექტი გაყიდა. ახალი მფლობელი გახდა შპს „რიყე დომი“ (Rike Dom). გასული წლის ივნისში კომპანიას მფლობელი შეეცვალა — „Rike Dom“-ის წილები კომპანია შპს „მაქრო ფროფერთიმ“ შეიძინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/18/262331857_81:266:2458:2048_1920x0_80_0_0_ae02d9a01fe740b94178b97763657884.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიამ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ე.წ.რიყის დოქების ტერიტორიაზე კომპანია „რიყე დომი" (Rike Dom) 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს, რაც კარდინალურად შეცვლის თბილისის იმ ნაწილის იერსახეს, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.
„გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტში არ შემოსულა", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში შესულია განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია თბილისში, რიყის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცება.
ამასთან, მერიაში უშუალოდ ტერიტორიის დაგეგმარების პროექტი არ შესულა. მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ პროექტზე გადაწყვეტილება საზოგადოებისგან ფარულად არ მიიღება და ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
„დამალული არაფერი არ იქნება. გავცემთ მშენებლობის ნებართვას, როდესაც შემოვა კონკრეტული პროექტი, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარების შესაბამისი იქნება. მანამდე ნუ ავრცელებთ ტყუილ ინფორმაციას. ეს არის ტყუილი, რასაც ერთდღიანი პიარ-კამპანიისთვის იყენებენ“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიამ რიყის ტერიტორიის განაშენიანების გეგმარების ნებართვის გაცემის პროცედურა დაიწყო. დოკუმენტის თანახმად, ინვესტორი რიყეზე არსებული მიწის ნაკვეთისთვის ზონირების შეცვლას — სარეკრეაციო ზონიდან საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გადაკეთებას ითხოვს.
თბილისის ცენტრში მდებარე „რიყის დოქების" დემონტაჟი 2026 წლის ზაფხულში დაიწყო - უჩვეულო შენობა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟით აშენდა და ორგანულად უნდა ჩაწერილიყო ახლოს მდებარე იუსტიციის სახლისა და მშვიდობის ხიდის კომპოზიციაში. თავის დროზე პროექტი 75 მილიონი ლარი დაჯდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „დოქების" გაყიდვა რამდენჯერმე სცადა - უქციონზე ობიექტის გაყიდვის ექვსი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2022 წელს იგი 10,02 მლნ ლარად გაიყიდა. ქონების მფლობელი გახდა კომპანია Global Victory Trust, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული.
2022 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დავით ხიდაშელი ობიექტის 50%-ის გაყიდვას გეგმავდა. საბოლოოდ, 2025 წლის მაისში ბიზნესმენმა ობიექტი გაყიდა. ახალი მფლობელი გახდა შპს „რიყე დომი“ (Rike Dom). გასული წლის ივნისში კომპანიას მფლობელი შეეცვალა — „Rike Dom“-ის წილები კომპანია შპს „მაქრო ფროფერთიმ“ შეიძინა.